დავით ზირაქაშვილის ნაკრებიდან გაცილების აქამდე უცნობი კადრები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს რაგბის კავშირის ვიდეომასალა
ქართველმა მორაგბემ, დავით ზირაქაშვილმა სანაკრებო კარიერა 2015 წლის მსოფლიოს თასზე დაასრულა.

ზირაქაშვილმა ბოლო სანაკრებო მატჩი ნამიბიასთან (17:16) ჩაატარა.

ტელევიზია PALITRANEWS-ის გადაცემაში "ფალავანდიშვილთან" აქამდე უცნობი კადრები აჩვენეს, სადაც დავით ზირაქაშვილს გასახდელში რაგბის კავშირის იმდროინდელი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე მიმართავს; ასევე, სიტყვით გამოდის თავად მორაგბეც.

აღსანიშნავია, რომ გადაცემა "ფალავანდიშვილთან" PALITRANEWS-ის ეთერში პირველად 7 თებერვალს გავიდა. პირველივე გადაცემა ქართულ რაგბის დაეთმო და მასში მონაწილეობა თითქმის მთელმა სარაგბო თემმა მიიღო. წამყვანმა გურამ ფალავანდიშვილმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.


აქვე გეტყვით, რომ გადაცემის "ფალავანდიშვილთან" მორიგი თემა ქართული ფეხბურთი იქნება. გადაცემა PALITRANEWS-ის ეთერში ყოველ კვირადღეს, 20:00 საათზე იწყება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ღმერთმა არ მოუშალოს საქარტველოს თავდადებული შვილები
ზაზა
17:26 11-02-2016
0
ქართული სულის, ქართული გენის ნათელი გამოხატულება! ვენაცვალე ყველა მორაგბეს, ამ შემთხვევაში დავით ზირაქაშვილის თამადობით!
buratino
16:54 10-02-2016
0

სიახლეები პოპულარული