ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

მსოფლიო რაგბის რეიტინგი: საქართველო იგებს და ერთ ადგილს ტკეპნის...

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ახალ რეიტინგ-ლისტში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ისევ მე-14 ადგილზეა 71,45 ქულით.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის I ტურში გერმანიის ნაკრების განადგურება (59:7) "ბორჯღალოსნებს" რეიტინგში ვერაფრით შეეწია, რადგან მეტოქე საკმაოდ დაბლაა სიაში.

ანალოგიური მდგომარეობაა პორტუგალიასთან დაკავშირებითაც, რომელსაც საქართველოს ნაკრები II ტურში შეხვდება. გერმანელები თუ 26-ე ადგილზე არიან, პორტუგალიელები კიდევ უფრო დაბლა, 27-ე ადგილს იკავებენ.

არადა, ჩვენს გუნდს მე-13 ადგილზე მყოფ ტონგასთან, რომელსაც მილტონ ჰეიგის გუნდმა მსოფლიოს თასზე მოუგო, სულ ცოტა აშორებს - 0,15 ქულა.

ათეულში ორი ცვლილებაა - ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთს გაუსწრო
და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ინგლისისგან მიერ დამარცხებული შოტლანდია მე-9 ადგილიდან ორი საფეხურით დაქვეითდა - იაპონიის ნაკრები უკვე მეცხრე ადგილზეა, მეათე კი - ფიჯია.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ