მსოფლიო რაგბის რეიტინგი: საქართველო იგებს და ერთ ადგილს ტკეპნის...

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ახალ რეიტინგ-ლისტში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ისევ მე-14 ადგილზეა 71,45 ქულით.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის I ტურში გერმანიის ნაკრების განადგურება (59:7) "ბორჯღალოსნებს" რეიტინგში ვერაფრით შეეწია, რადგან მეტოქე საკმაოდ დაბლაა სიაში.

ანალოგიური მდგომარეობაა პორტუგალიასთან დაკავშირებითაც, რომელსაც საქართველოს ნაკრები II ტურში შეხვდება. გერმანელები თუ 26-ე ადგილზე არიან, პორტუგალიელები კიდევ უფრო დაბლა, 27-ე ადგილს იკავებენ.

არადა, ჩვენს გუნდს მე-13 ადგილზე მყოფ ტონგასთან, რომელსაც მილტონ ჰეიგის გუნდმა მსოფლიოს თასზე მოუგო, სულ ცოტა აშორებს - 0,15 ქულა.

ათეულში ორი ცვლილებაა - ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთს გაუსწრო
და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ინგლისისგან მიერ დამარცხებული შოტლანდია მე-9 ადგილიდან ორი საფეხურით დაქვეითდა - იაპონიის ნაკრები უკვე მეცხრე ადგილზეა, მეათე კი - ფიჯია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
გამარჯობა, მაინტერესებს მოგებისას როგორ ანაგრიშობენ ქულებს? ვინმემ ხომ არ იცით?წინასწარ მადლობა
ქართველი
11:21 10-02-2016
0
ნუ დახოცეთ ერთმანეთი:) კეთდება და გაკეთდება ყველაფერი, მთავარია ხელისშემშლელი არავინ იყოს. გასაკეთებელი კი ნამდვილად ბევრია, ნუ ვართ ქართველები სულსწრაფები, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ისე ჟურნალისტების გასაგონად ვიტყვი, რაც უფრო ნაკლებ სკანდალურ სათაურებს მოიგონებთ, უკეთესი იქნება. მთავარია სწორად და სამართლიანად წეროთ. უცხოელებისგან კარგი აიღეთ, თუნდაც მათი პროფესიული მიდგომა თითოეული საკითხისადმი.
yvelas
10:48 10-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული