საქართველო-გერმანია 59:7 [თამაში დასრულდა]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის" გათამაშების მატჩს გერმანიის ნაკრებთან, ავჭალის სარაგბო სტადიონზე მართავს. მიმდინარეობს შეხვედრის მეორე ტაიმი.

საქართველო-გერმანია 54:7
შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო, ანგარიში კი მე-6 წუთზე სტუმრებმა გახსნეს - გერმანელებმა ლელო დაგვიდეს და გარდასახეს კიდეც.

"ბორჯღალოსნებმა" მალევე გაათანაბრეს - მე-12 წუთშე შერკინების შემდეგ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ახალგაზრდა ლევან გორგაძემ დადო. ლაშა მალაღურაძემ იოლად გარდასახა - 7:7.

ამის შემდეგ გერმანელებმა გაიბრძოლეს, შემოგვიტიეს, თუმცა 26-ე წუთზე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - "ბორჯღალოსნების" 25-მეტრიანი მოლი მიხეილ ნარიაშვილის ლელოთი დასრულდა. მალაღურაძის
გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრები ანგარიშში წინ გავიდა - 14:7.

სხვაობა ხუთ წუთში გიორგი ნემსაძემ ლელოთი გაზარდა, მალაღურაძის რეალიზაცია კი არაზუსტი აღმოჩნდა - 19:7.

პირველი ტაიმის მიწურულს ქართელმა მორაგბეებმა კიდევ ერთი - მეოთხე ლელო მიითვალეს და ბონუს-ქულაც დაიმსახურეს. ბოლო წუთზე გერმანელთა ჩათვლის მოედანში ბურთი ანტონ ფეიქრიშვილმა დადო, მალაღურაძემ კი საკმაოდ რთული პოზიციიდან ზუსტად გარდასახა და ტაიმიც ასე დასრულდა - 26:7.

მატჩის მეორე ნახევარი დაიწყო და მასპინძლებს 10 წუთი დასჭირდათ კიდევ ერთი ლელოს გასატანა. 50-ე წუთზე შერკინების შემდეგ ბურთი გერმანელებს გიორგი თხილაიშვილმა დაუდო, მალაღურაძე კი კვლავ ზუსტი იყო გარდასახვისას - 33:7.

57-ე წუთზე მორიგი ლელო მოედანზე შეცვლაზე შემოსულმა ლაშა ლომიძემ დადო, მალაღურაძეს გარდასახვა არ გასჭირვებია.

65-ეზე კვლავ ლომიძის ლელო, მალაღურაძე კი გარდასახვას არ აცილებს - 47:7.

კიდევ სამი წუთში სარაგბო შოუ ზურაბ ჟვანიამ წარმოადგინა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედნამდე ირბინა და ბურთი ლაშა ხმალაძეს გადააწოდა. ამ უკანასკნელს ისღა დარჩენოდა, ლელო დაედო. მალაღურაძემ კვლაც ზუსტად დაარტყა - 54:7.

მატჩის მიწურულს საბოლოო ანგარიში "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა დადო, მალაღურაძემ ვერ გარდასახა და ერთ წუთში მსაჯმა თამაშიც დაასრულა.

საქართველოს ნაკრები: ბექა წიკლაური, გიორგი ფრუიძე, დავით კაჭარავა, ლაშა მალაღურაძე, სანდრო თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვასილ ლობჟანიძე, მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, გიორგი ჩხაიძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი (კაპ), გიორგი თხილაიშვილი, ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 23 გიორგი აფციაური, 22 რევაზ ჯინჭველაშვილი, 21 გიორგი ბეგაძე, 16 ზურაბ ჟვანია, 17 კახა ასიეშვილი, 18 გიორგი მელიქიძე,  19 ლაშა ლომიძე, 20 საბა შუბითიძე.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნდა-ს მე იმისი მრცხვენია შენისთანა ... რომ გვყავს!!!
თაზო
16:23 06-02-2016
0
ხო შენ მეტი ვერაფერი დაინახო...
ndas
16:00 06-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული