ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

არც თვი­თონ იოც­ნე­ბებ­და... მა­მუ­კა გორ­გო­ძე, ჩვე­ნი მსოფ­ლიო კაცი

AutoSharing Option
ის მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვია. ბევ­რი ქარ­თ­ვე­ლი ქო­მა­გის და არა­მარ­ტო მა­თი აზ­რით კი ეპო­ქა­ლუ­რი სპორ­ტ­ს­მე­ნია, რომ­ლის და­რიც ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლია. მა­მუ­კა გორ­გო­ძე ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი მო­რაგ­ბეა, შე­სა­ბა­მი­სად, მის კა­რი­ე­რა­ში მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­ზო­ნე­ბი და მიღ­წე­ვე­ბი ჯერ კი­დევ წი­ნაა.

არც თვი­თონ ოც­ნე­ბობ­და. ის უბ­რა­ლოდ თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­და, ვარ­ჯი­შობ­და. მი­სი ყვე­ლა­ზე და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა სწო­რედ რომ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა იყო. ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­თა­ნა­დო კონ­დი­ცი­ებ­ში მოყ­ვა­ნის გა­რე­შე არაფ­რის მაქ­ნი­სია. ეს მას ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მო­და და ვარ­ჯი­შობ­და, სულ ვარ­ჯი­შობ­და.

ბავ­შ­ვო­ბა­ში სი­მაღ­ლის გა­მო კა­ლათ­ბურ­თ­ზე მი­იყ­ვა­ნეს და სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბას
სკო­ლის დას­რუ­ლე­ბამ­დე მის­დია. მე­რე გან­გე­ბამ დი­დი მრგვა­ლი ბურ­თი ოვა­ლურ­ზე გა­აც­ვ­ლე­ვი­ნა და თა­მა­ში სა­რაგ­ბო კლუბ "ლე­ლო­ში" და­იწყო.

მა­შინ ძნე­ლად თუ ვინ­მე იფიქ­რებ­და, რომ მა­მუ­კა გორ­გო­ძე მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი გახ­დე­ბო­და. არა, კარგ რაგ­ბის რომ ითა­მა­შებ­და, ამა­ში ყვე­ლა­ზე გა­მო­უს­წო­რე­ბელ პე­სი­მის­ტ­საც არ ეპა­რე­ბო­და ეჭ­ვი, მაგ­რამ ასეთ სი­მაღ­ლე­ზე ას­ვ­ლას თუ შეძ­ლებ­და, ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და.

ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო ლე­ლო­ელ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა მეტ­სა­ხე­ლად "გუ­ლი­ვე­რა" შე­არ­ქ­ვეს. რაგ­ბი­ში ცო­ტა ვინ­მე თუა, თი­კუ­ნი არ ჰქონ­დეს. ჰო­და, არც გორ­გო­ძეს "დას­წყ­ვი­ტეს გუ­ლი". მოგ­ვი­ა­ნე­ბით, საფ­რან­გეთ­ში გა­და­ბარ­გე­ბულს მი­სი არა მარ­ტო აღ­ნა­გო­ბის, არა­მედ თა­მა­შის ყა­ი­დის გა­მო "გორ­გო­ძი­ლა" შე­არ­ქ­ვეს.

მა­მუ­კა გზად ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს თე­ლავ­და. მი­სი შე­ჩე­რე­ბა წე­სე­ბის დაც­ვით ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ამი­ტომ მე­ტო­ქე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ხრიკს მი­მარ­თავ­დ­ნენ და, შე­სა­ბა­მი­სად, ად­რე­უ­ლი ფრან­გუ­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­მოყ­ვა­რე ქარ­თ­ველს ხში­რად უწევ­და ჩხუ­ბი.

"ინი­ცი­ა­ტო­რი მე არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ. ჩემს მძაფრ რე­აქ­ცი­ას მე­ტო­ქე­ე­ბის ბინ­ძუ­რი თა­მა­ში იწ­ვევს", - თქვა მან ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"მო­ე­დან­ზე ისეთ შე­უ­რაცხ­ყო­ფას ვე­რა­ვინ მო­გა­ყე­ნებს, რომ ვერ მო­ით­მი­ნო, გუნ­დი რომ არ და­ა­ღა­ლა­ტო", - ეს იმა­ვე გორ­გო­ძის სიტყ­ვე­ბია, უფ­რო სწო­რად, რჩე­ვაა ახალ­გაზ­რ­და მო­რაგ­ბე­ე­ბი­სად­მი, ოღონდ უკ­ვე დაღ­ვი­ნე­ბულ-დაბ­რ­ძე­ნე­ბულ სა­რაგ­ბო ასაკ­ში. უფ­რო სწო­რად კი, ინ­გ­ლის­სა და უელ­ს­ში გა­მარ­თუ­ლი მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­თა­მა­შე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მი­ცე­მულ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ერ­თი სიტყ­ვით, მა­მუ­კას დიდ­ხანს ჰქონ­და მოჩხუ­ბა­რის რე­პუ­ტა­ცია. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ისაა, რომ ის გა­ლა­ხუ­ლი არა­ვის უნა­ხავს. ნელ-ნე­ლა ყვე­ლა მიხ­ვ­და, რომ გო­ლი­ა­თი ქარ­თ­ვე­ლის და­ჩაგ­ვ­რა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ახ­ლა მას­თან ჩხუბს ყვე­ლა მაქ­სი­მა­ლუ­რად ერი­დე­ბა.
იხილეთ ვიდეო
მამუკას ჩხუბი ტულუზა-მონპელიეს მატჩში
Sportall.Ge

მო­ე­დან­ზე ერ­თი შე­ხედ­ვით მრის­ხა­ნე, შე­უ­პო­ვა­რი და ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი მო­რაგ­ბე, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ძა­ლი­ან თავ­მ­და­ბა­ლი, მე­გობ­რუ­ლი და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამ თვი­სე­ბე­ბის გა­მო იყო, რომ 2015 წლის მსოფ­ლი­ოს თა­სის წინ ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნად აირ­ჩი­ეს.

მის­მა შე­უ­პო­ვარ­მა ხა­სი­ათ­მა, თავ­და­დე­ბამ, თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბიც აიყო­ლია. ყვე­ლა კარ­გად ხე­დავ­და, რო­გორ აგუ­ლი­ა­ნებ­და, ბრძო­ლის­კენ მო­უ­წო­დებ­და "ბორ­ჯღა­ლოს­ნებს" უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს, ქარ­თუ­ლი რაგ­ბის­თ­ვის ის­ტო­რი­ულ მატ­ჩ­ში ტონ­გას ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ გლოს­ტე­რის "კინ­გ­ს­ჰოლ­მ­ზე".

ამ მატ­ჩ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და, მა­მუ­კა გორ­გო­ძე სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ აღი­ა­რეს. ნა­მატ­ჩევს გა­კე­თე­ბუ­ლი მი­სი კო­მენ­ტა­რი კი თა­ვის­თა­ვად მეტყ­ვე­ლებს თუ რო­გო­რი ბუ­ნე­ბის ადა­მი­ან­თან გვაქვს საქ­მე:

"არ მიყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი. გუნ­დის კა­პი­ტა­ნი ვი­ყა­ვი და მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­რაგ­ბედ ამი­ტო­მაც და­მა­სა­ხე­ლეს. დღეს ყვე­ლა მო­თა­მა­შე მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე იყო."

ტონ­გას­თან გა­მარ­ჯ­ვე­ბამ ჩვენს ნაკ­რებს მო­მა­ვალ მსოფ­ლი­ოს თას­ზე თა­მა­შის უფ­ლე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­რე­შე და­უ­ბე­ვა. რო­გო­რი საქ­მეა, "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო 12 გუნ­დ­ში არი­ან. უკან დარ­ჩ­ნენ ფი­ჯი, სა­მოა, ტონ­გა, კა­ნა­და და აშშ.

გორ­გო­ძე სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ კი­დევ ერთ მატ­ჩ­ში აღი­ა­რეს. ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბით მო­ჭე­დი­ლი ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ნაკ­რებ­თან მატ­ჩ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი სწო­რედ ის გახ­და. არა­და, მო­ე­დან­ზე მხო­ლოდ 48 წუ­თი და­ყო. ეს უკ­ვე სა­ყო­ველ­თაო, სა­ბო­ლოო აღი­ა­რე­ბა იყო, მი­სი რო­გორც მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი­სა. რო­გო­რი საქ­მეა, შენს წი­ნა­აღ­მ­დეგ თა­მა­შობ­დ­ნენ დენ კარ­ტე­რი, რი­ჩი მა­ქოა, კი­რან რი­დი, ჯუ­ლი­ან სა­ვეა და, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შენ მათ­ზე უკე­თეს მო­რაგ­ბედ გა­სა­ხე­ლე­ბენ.

გორ­გო­ძე მსოფ­ლი­ოს თა­სის წლე­ვან­დელ გა­თა­მა­შე­ბა­ში მე­ო­რედ, ხო­ლო ჯამ­ში მე­ოთხედ გახ­და მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე (2011 წელს ინ­გ­ლის­თან და რუ­მი­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სას). აი, რა თქვა მან ნა­მატ­ჩევს.

"ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ნაკ­რებ­თან თა­მა­ში ყვე­ლა მო­რაგ­ბის ნატ­ვ­რაა. ეს ნატ­ვ­რა ამის­რულ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წა­ვა­გეთ, სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ და­მა­სა­ხე­ლეს. სულ 48 წუ­თი ვი­თა­მა­შე. ვფიქ­რობ, ეს დი­დი წარ­მა­ტე­ბაა. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი და ამა­ყი ვარ. ენით აუწე­რელ ბედ­ნი­ე­რე­ბას გან­ვიც­დი. ამა­ზე ვერც ვი­ოც­ნე­ბებ­დი".

ის კად­რი, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და მა­მუ­კას, რო­დე­საც დიქ­ტორ­მა მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე და­ა­სა­ხე­ლა, მსოფ­ლი­ოს თა­სის წლე­ვან­დე­ლი გა­თა­მა­შე­ბის ათ სა­უ­კე­თე­სო მოვ­ლე­ნას შო­რის მოხ­ვ­და. მი­სი ალა­ლი, გა­ო­ცე­ბუ­ლი ღი­მი­ლის გარ­და სა­ყუ­რადღე­ბო იყო სი­ხა­რუ­ლის­გან რო­გორ აჟ­რი­ა­მულ­და გა­და­ჭე­დი­ლი "მი­ლე­ნი­უ­მი". ეს ქო­მა­გე­ბის მხრი­დან სა­ყო­ველ­თაო სიყ­ვა­რუ­ლის, აღი­ა­რე­ბის დას­ტუ­რი იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­თა­მა­შე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­მუ­კა გორ­გო­ძე არა­ერ­თი უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მის სიმ­ბო­ლურ ნაკ­რებ­ში მოხ­ვ­და. ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი კი ახ­ლა­ხან მი­სი მსოფ­ლი­ოს თა­სის ოც­ნე­ბის გუნ­დ­ში და­სა­ხე­ლე­ბაა, რაც კი­დევ ერ­თხელ ადას­ტუ­რებს, რომ მა­მუ­კა გორ­გო­ძე ქარ­თუ­ლი სპორ­ტის­თ­ვის ეპო­ქა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბაა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
ასევე დაგაინტერესებთ