საქართველო და ექვსი ერი - არის რაღაც ძვრები...

AutoSharing Option
ფოტოზე: "ბორჯღალოსნებს" თბილისის აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია, შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე დახვდნენ

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, აკაკი ლოდიას განცხადებით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექვსი ერის გათამაშებაში ჩართვასთან დაკავშირებით გარკვეული ძვრებია.


ლოდია ამ ძვრებს ამ დროისთვის არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ საქართველო მზად არის, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ 7 ერი შედგეს.

"ერთ-ერთი კომერციული კომპანია ექვსი ერის უფლებებს ფლობს
და შესაბამისად, მათზეა ყველაფერი დამოკიდებული. მათთვის კომერციულად საინტერესო და სასარგებლო უნდა გახდეს საქართველო. უნდა იყოს მოლოდინი, რომ საქართველო კონკურენციას გაუწევს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არის შოტლანდია, უელსი, ინგლისი და ა.შ. თვითონ კომპანიისთვის უნდა გახდეს სასურველი ჩვენი მონაწილეობა.

არის რაღაც ძვრები, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული თარიღის დასახელება რთული იქნება. პირველ რიგში, რაგბის კავშირის მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შვიდი ერი შედგეს", - აღნიშნა ლოდიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ამ დრომდე ევროპის ერთა თასზე ასპარეზობს, კონტინენტის უძლიერესი ნაკრებები: ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია და იტალია კი 6 ერის ჩემპიონატში თამაშობენ. ქართული მხარის მიზანი სწორედ ამ ტურნირში მონაწილეობის უფლების მოპოვებაა, რაც მთლიანად ქართული რაგბის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
შაკო შე ..... მერე რა რო თუნდაც სამეფო ბანკი ფლობს ექვსი ერის უფლებებს, რატო სკდებით ბოღმით რო ამის შესაძლებლობა საქართველოს ექმნება ჩვენი რაგბის წარმატებით, იტალია და არგენტინა სწორად ესე გაძლიერდა, ექვსი ერი მანამდე ხუთი ერი იყო ცნობისთვის
jaba
22:55 11-10-2015
0
კლასიტ მარტლაც ცამოვრცებიტ მაგრამ ერტი სამი სეზონი რომ გვატამასა იტალია სოტლანდიას კონკურენციას გავუცევტ
Unknown
17:52 09-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული