"ბორჯღალოსნების" რაზმი გადამწყვეტი მატჩისთვის [ბესიკ ჯანგავაძე ექსეტერიდან]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ, 7 ოქტომბერს, ექსეტერში, "სენდი პარკზე" მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს გამართავს. "ბორჯღალოსნები" ნამიბიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ჯგუფში მესამე ადგილზე გავა და მომდევნო მსოფლიოს თასის საგზურს ავტომატურად მიიღებს.

საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან მატჩის შემდეგ ნიუპორტიდან ისევ ინგლისში დაბრუნდა და ექსეტერთან ახლოს, ვუდბერი პარკში დაბანაკდა. ჩვენმა მორაგბეებმა უკვე რამდენიმე ვარჯიში გამართეს. სამწუხაროდ, "ოლ ბლესთან" ფეხი იტკინა და მსოფლიოს თასს გამოეთიშა შერკინების
ბურჯი ლევან ჩილაჩავა.

მილტონ ჰეიგმა ნამიბიასთან თამაშისთვის საბრძოლო გუნდი საღამოს ვარჯიშის წინ დაასახელა. ჩვენი ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა მთლიანად შეცვალა პირველი ხაზი. აქ ძირითად შემადგენლობაში ისევ მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და დავით ზირაქაშვილი იქნებიან. ბოლო ორს "ოლ ბლექსთან" მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

მეორე ხაზში ასევე ძირითადში დაბრუნდნენ კონსტანტინე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე, რომელიც ახალ ზელანდიასთან მატჩში განაცხადში არ იყო. მიქაუტაძე თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო.

მესამე ხაზში ჰეიგმა ადგილი მხოლოდ კაპიტანს, მამუკა გორგოძეს შეუნარჩუნა. მას პარტნიორობას გაუწევენ ვიქტორ კოლელიშვილი და გიორგი თხილაიშვილი. აღსანიშნავია, რომ გორგოძე მსოფლიოს თასზე მე-11-ედ იწყებს ძირითად შემადგენლობაში თამაშს, რაც ახალი ქართული რეკორდია.

უკანა ხაზში ფულბეკის პოზიციაზე დაბრუნდა მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც თავის მეოთხე მსოფლიოს თასზე მე-15 მატჩს გამართავს. მისთვის ეს ეროვნულ გუნდში მოპოვებული 88-ე კეპი იქნება. ასევე, იმედია, "მეკო" კიდევ უფრო გაზრდის ქულათა მონაგარს, რომელიც დღეისთვის 660 ქულაა.

განაცხადში არ არის ახალ ზელანდიასთან მატჩში ლელოს გამტანი ბექა წიკლაური. ძირითადში დაიკავა ადგილი შუამარბმა მერაბ შარიქაძემ, შესაბამისად, ისევ ფრთაზე გადაინაცვლა თამაზ მჭედლიძემ. მეორე გარემარბი ალექსანდრე თოდუა იქნება, რომელიც გუნდს ტრავმის მოშუშების შემდეგ ახალ ზელანდიასთან მატჩში დაუბრუნდა. გიორგი აფციაურმა კი სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.

თადარიგში იქნება ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძეც. ნამიბიასთან თამაშს კი 18 წლის ვასილ ლობჟანიძე დაიწყებს. ვერა და ვერ მოკეთდა ტრავმირებული მგეზავი ლაშა ხმალაძე. შესაბამისად, ამ პოზიციას ისევ ლაშა მალაღურაძე დაიკავებს. ასევე ტრავმა აქვს და განაცხადში ვერ მოხვდა გარემარბი გიორგი ფრუიძე.

ცხადია, ჩვენი გუნდის მიზანი ნამიბიელთა დამარცხება და ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლაა.

საბრძოლო რაზმი დაასახელა ნამიბიას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფილ დევისმაც, რომელმაც ტონგასთან ნათამაშებ შემადგენლობაში ექვსი ცვლილება შეიტანა. შერკინების პირველ ხაზში კასპერ ვივიეს ადგილს ჯონი რედელინჰაუზი დაიკავებს. მეორე ხაზში პი ჯეი ფან ლილი კი იაკო ვენტერს შეცვლის. ფლანკერად ტინუს დუ პლესი დადგება. როან კიტსჰოფი კი თადარიგში იქნება.

ცხრა ნომრის პოზიციაზე ეუგენი იანტისი შეცვლის ენეილ ბუიტენდაგს. გარემარბმა დევიდ ფილანდერმა ტონგასთან ლელოს გამტანი ჯონ ტრომპი შეცვალა, რომელიც მწვრთნელმა თადარიგში გაამწესა. ხოლო შუამარბი დერილ დე ლა ჰარპი იოჰან დეიზელის ადგილს დაიკავებს.

საქართველო-ნამიბია
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი აფციაური 23. ბექა წიკლაური.
ნამიბია: 15. ჩრისანდერ ბოთა, 14. დევიდ ფილანდერი, 13. დანი ფან ვიკი, 12. დერილ დე ლა ჰარპი, 11. რასელ ფან ვიკი, 10. ტინუს კუცია, 9. ეუგენ იანტისი 1. ჯონი რედელინჰაუზი, 2. ტორსტენ ფან იარსველდი, 3. რაულ ლარსონი, 4. პი ჯეი ფან ლილი, 5. ტიჯუე უანივი, 6. ჟაკ ბურხერი, 7. ტინუს დუ პლესი, 8. რენალდო ბოთმა.
16. ლუის ფან დერ ვესტჰოიზენი, 17. იაკო ენგესლი, 18. ჯონას კუცია, 19. ვიან კონრადი, 20. როან კიტსოფი, 21. ჯონ ტრომპი, 22. დამიან სტივენსი, 23. ჰენრიხ სმიტი.

მსოფლიოს თასი 2015. IV ტური. D ჯგუფი
6 ოქტომბერი
კანადა-რუმინეთი
კანადა: 15. ჰარი ჯონსი, 14. ჯეფ ჰესლერი, 13. კირან ჰირნი, 12. ნიკ ბლევინსი, 11. დი ტი ეიჩ ფან დერ მერვე, 10. ნათან ჰირაიამა, 9. გორდონ მაკროი. 1. ჰუბერტ ბუიდენსი, 2. რეი ბერკვილი, 3. დაგ ვულდრიჯი, 4. ბრეტ ბეუკებუმი, 5. ჯიმი კუდმორი, 6. ჯებ სინკლერი, 7. ჯონ მუნლაისი, 8. აარონ კარპენტერი.
16. ბენუა პიფერო, 17. ჯასტის დურუ, 18. ჯეკ ილნიკი, 19. კაილ გილმორი, 20. ნანიაკ დელა, 21. ფილ მაკი, 22. კონორ ტრაინორი, 23. ჯეიმზ პრიტჩარდი.
რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ, 14. მადალინ ლემნარუ, 13. პაულა კინიკინილაუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. იონუც ბოტეზატუ, 10. მაიკლ ვირინგი, 9. ფლორინ სურუჯუ. 8. მიჰაი მაკოვეი, 7. ვიორელ ლუკაჩი, 6. ვალენტინ ურსაკე, 5. ჯონას ფან ჰერდენი, 4. ვალენტინ პოპარლანი, 3. პაულიკა იონი, 2. ოთარ ტურაშვილი, 1. მიჰაიტა ლაზარი.
16. ანდრეი რადოი, 17. ანდრეი ურსაკე, 18. ალექსანდრუ ტარუსი, 19. დანიელ კარპო, 20. სტელიან ბურეა, 21. ვალენტინ კალაფეტეანუ, 22. ადრიან აპოსტოლი, 23. ჩაბა გალი.

ფიჯი-ურუგვაი
ფიჯი: 15. კინი მურიმურივალუ, 14. ასაელი ტიკოიროტუმა, 13. ვერენეკი გონევა, 12. ლეპანი ბოტია, 11. ნემანი ნადოლო, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ნემია კენატალე. 1. კამპესე მააფუ, 2. სუნია კოტო, 3. ლეროი ატალიფო, 4. აპისალომე რატუნიიარავა, 5. ლეონე ნაკარავა, 6. დომინიკო ვაგანიბუროტუ, 7. აკაპუსი კერა, 8. საკიუსა მატადიგო.
16. ვილიამე ვეიკოსო, 17. პენი რავალი, 18. ტანიელა კოროლი, 19. ტევიტა კავუბატი, 20. ნეტანი ტალეი, 21. ჰენრი სენილოლი, 22. ჯოშ მატავესი, 23. ტიმოსი ნაგუსა
ურუგვაი: 15. გასტონ მიერესი, 14. სანტიაგო გიბერნაუ, 13. ჟოაკიმ პრადა, 12. ანდრეს ვილაესკა, 11. როდრიგო სილვა, 10. ალეხო დურანი, 9. ავგუსტინ ორმაჩეა. 1. ალეხო კორალი, 2. კარლოს არბოლეია, 3. მარიო საგარიო, 4. სანტიაგო ვილასეკა, 5. ხორხე ზებინო, 6. ხუან მანუელ გამინარა, 7. მატიას ბირი, 8. ალეხანდრო ნიეტო.
16. გერმან კესლერი, 17. ოსკარ დურანი, 18. მატეო სანგვინეტი, 19. მატიას პალომეკი, 20. ფრანკო ლამანა, 21. ხუან დე ფრეიტასი, 22. ხერონიმო ეჩებერი, 23. ფრანსისკო ბულანტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
"მოყვარულო", ახალ ზელანდიასთან ტონგას მოგებამდე არაფერი გეტკინოს
gogig
01:34 07-10-2015
0
ტონგას თუ შემთხვევით ზელანდიასთან გაუვარდა და მოიგო ისე რომ ზელანდიას ბონუს ქულა შეხვდა, ნუ რაც ნაკლებად სავარაუდოა ჯამში (იაპონია-სამხრეთ აფრიკის შერკინებასაც არავინ მოელოდა ასეთი საბოლოო შედეგით, მაგრამ კი მოიგეს იაპონელებმა), მაშინ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ვერ ვიქნებით 3 ადგილზე (ტონგას 6 ქულა აქვთ და ჩვენ 4) და ტონგას ეს თეორიული შანსი აუცილებლად უნდა იყოს სტატიაში მითითებული, თორემ მავანნი და მავანნი რაგბის ვერ მცოდნენი შემობრუნდებიან და იტყვიან მერე მოვიგეთ 2 თამაში და მერე რაო?რატო ვერ გავედით ფინალურ ეტაპზე პირდაპირო?
moyvaruli
14:49 06-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული