ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცის წერილი ინგლისში მყოფ "ბორჯღალოსნებს"

AutoSharing Option
დღეს Sportall.ge-მ ავღანეთში მყოფი ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცის წერილი მიიღო, სადაც ის მწუხარებას გამოთქვამს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს დაღუპული თანამებრძოლის, ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვის გამო და ამავდროულად, ინგლისში, მსოფლიოს თასზე მყოფ "ბორჯღალოსნებს" მიმართავს.

წერილს გთავაზობთ მცირე ცვლილებით:

"ამ წერილს შორეული ავღანეთიდან ვწერ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კიდევ ერთი გმირის დაკარგვის გამო, დღეს აქ არავის აქვს სასიამოვნო თემებზე საუბრის თავი, მინდა ყველა ქართველი ჯარისკაცის ხმა მივაწვდინო ინგლისში მყოფ ჩვენს მგლებს.

19 სექტემბერს, მათ მიერ მოპოვებული გამარჯვებით მიღებული სიხარულით დღემდე ამაყები ვართ და
მიუხედავად იმისა, რომ აქ დღეს ყველა დადარდიანებულია, აქა-იქ მაინც იმართება მომავალი თამაშის შესახებ დისკუსია.

არგენტინასთან მატჩს აქ ყველა მოუთმენლად ელის და ვფიქრობთ, წარმატებით დასრულებული თამაშის შემდეგ, ცოტა ხნით მაინც შეუმსუბუქდებათ ბიჭებს ეს მძიმე ტვირთი, რაც ახლახან თანამებრძოლის დაკვარგვის გამო დააწვათ მხრებზე.

მინდა ვუთხრა ინგლისში მყოფ ჩვენ ვაჟკაცებს: ჩვენ აქ ცხელ წერტილში იარაღით ხელში ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის სახელისთვის, თქვენ კი - მანდ ბურთით. ჩვენგან დღეს კიდევ ერთმა გმირმა გასწირა ქვეყნისთვის თავი და მინდა გთხოვოთ, დადექით თქვენს თავზე მაღლა და გახდით ჩვენი ქვეყნის ცოცხალი გმირები!

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არგენტინას დაამარცხებთ, ძალიან დიდ სიხარულს და ბედნიერებას მიანიჭებთ აქ მყოფ ჯარისკაცებს, რომლებსაც ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. წარმატებები მგლებო!

P.S. თუ ვინმე შეძლებს ამ წერილის ჩვენს ბიჭებამდე მიტანას, დიდად დაგვავალებთ ავღანეთში მყოფ ყველა ქართველ ჯარისკაცს".
მკითხველის კომენტარები / 6 /
ალეკო..პირიქით დაიგრუზებიან კი არა იფრენენ!!! ეს წერილი კი უკვე ჩასულია ადრესატამდე და ბიჭები დრევანდელ თამაშს ჩვენს დაღუპულ გმირს მიუძღვნიან....და მოიგებენ!!!
ჯავახელი
11:46 25-09-2015
0
ბიჭები ისედაც მაგარი წნეხის ქვეშ არიან.ხვალინდელი დღის ფასი ყველაზე კარგად მათ იციან.მოდით ზედმეტად ბიჭებს ნუ დავგრუზავთ.
aleko
21:04 24-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული