საქართველო VS იაპონია - ცვლილებებით საბრძოლო რაზმში

AutoSharing Option
5 სექტემბერს გლოსთერში "ქინგსჰოლმ სთედიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მესამე საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს.

"ბორჯღალოსნების" მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება. მატჩი ჩვენი დროით 19:45 საათზე დაიწყება.

ურთიერთშეხვედრები
"ბორჯღალოსნები" და "ალუბლები" აქამდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ ორ მატჩში, 2006 წელს ოსაკაში (7:32) და 2012 წელს თბილისში (22:25), იაპონელებმა იმარჯვეს, ხოლო 2014 წლის 23 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველომ 35:24 სძლიეა მეტოქეს.

რაზმში ცვლილებებით
პირველ ხაზში მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და დავით ზირაქაშვილი დაიწყებენ. მარქაფიდან სასტარტო 15-ეულში კოტე მიქაუტაძემ და დავით კაჭარავამ გადმოინაცვლეს.

რაზმში ასევე შალვა
სუთიაშვილს, ვიქტორ კოლელიშვილს, ვასილ ლობჟანიძეს, მერაბ კვირიკაშვილსა და დავით ქუბრიაშვილს ვიხილავთ, რომლებსაც კანადასთან არ უთამაშიათ. ხვალ მურაზ გიორგაძეძ ითამაშებს, რომელიც გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.

"ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი იაპონიის წინააღმდეგ:

უკანა ხაზი/ბექები:
15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 მურაზ გიორგაძე, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 გიორგი აფციაური, 10 ლაშა მალაღურაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე

შერკინება/ფორვარდები:
1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 დავით ზირაქაშვილი, 4 გიორგი ნემსაძე, 5 კონსტანტინე მიქაუტაძე, 6 შალვა სუთიაშვილი, 7 ვიქტორ კოლელიშვილი, 8 მამუკა გორგოძე (კაპ)

მარქაფა
16 შალვა მამუკაშვილი, 17 დავით ქუბრიაშვილი, 18 ლევან ჩილაჩავა, 19 ლევან დათუნაშვილი, 20 გიორგი ჩხაიძე, 21 გიორგი ბეგაძე, 22 თამაზ მჭედლიძე, 23 გიორგი ფრუიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველომ,ბოდოშით და ისევ წააგო მაგარი მომზადებული გუნდია,სულ ბრდღვნიან ყველაფერს,მალადეც ჰეიგს,სად მონახეს ასეთი "ბრილიანტი"მწვრთნელი,კალათბურთის არ იყოს მწვრთნელებში მაგრად "გვიმართლებს",ყველა წყალწარებული რავა ჩვენ უნდა დავასაქმოთ,საწყალი ხალხის ფულებით,ვაი თქვენს პატრონს.
roma
21:59 05-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული