ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კანადასთან დამარცხდა

AutoSharing Option
2 სექტემბერს ინგლისში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად, ჩვენი მეტოქე კანადის ნაკრები იყო, შეხვედრა ჩვენმა გუნდმა 15:16 დათმო.

შეგახსენებთ, რომ პირველ ამხანაგურ დაპირისპირებაში მილტონ ჰეიგის გუნდი 7:27 დამარცხდა "ნიუკასლ ფალკონზთან", მაშინ ქართველთა ერთადერთი ლელო მამუკა გორგოძემ გაიტანა.

კანადასთან მატჩის მე-8 წუთზე მეტოქემ ლელო დადო და გარდასახა - 0:7. მე-10 წუთზე ამას ლაშა მალაღურაძემ ჯარიმით უპასუხა - 3:7. მე-18 წუთზე რაქში დავჯარიმდით და კანადამ ჯარიმა გამოიყენა - 3:10.

25-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა ლელო დადო, რომელიც მალაღურაძემ გარდასახა -
10:10. მალევე კანადელები ჯარიმით წინ გავიდნენ და ტაიმიც ასე მორჩა - 10:13.

45-ე წუთზე კანადელებმა საჯარიმო გაიტანეს - 10:16. თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ლელო წიკლაურმა გაიტანა, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გარდავსახეთ - 15:16.