საქართველო VS კანადა - შეცდომების გამოსასწორებლად

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს, 2 სექტემბერს, ეშერში კანადის ნაკრებს დაუპირისპირდება. ტესტ-მატჩი ჩვენი დროით 22:30 საათზე დაიწყება და მისი ტექსტური ტრანსლაცია საქართველოს რაგბის კავშირის სოც-მედიის პლატფორმებზე (Facebook, Twitter) იწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ ორივე გუნდი მსოფლიოს თასისთვის ემზადება, რომელიც სტარტს 18 სექტემბერს აიღებს. "ბორჯღალოსნებმა" რამდენიმე დღის წინათ ნიუკასლში "ფალკონზის" წინააღმდეგ ითამაშეს და 7:27 წააგეს.


"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანეთ. მთლიანობაში, კარგი გაკვეთილი იყო, ვინაიდან ნათლად დავინახეთ შეცდომები, რომლებსაც კანადასთან და იაპონიასთან გამოვასწორებთ.

ახლა მთლიანად ამ მატჩებზე
გადავერთეთ. ეს ოფიციალური ტესტებია და რა თქმა უნდა, რეიტინგზეც იმოქმედებს.

ჩემთვის "ნიუკასლთან" მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან წლის დასაწყისში პორტუგალიასთან მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ პირველად ვითამაშე. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ჩემი დებიუტი იყო", - თქვა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა.

"ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ "ნიუკასლის" შემდეგ ჩვენი თამაში გავაუმჯობესოთ. გავაანალიზეთ წინა შეხვედრა და მიუხედავად იმისა, რომ კანადასთან გასამართ მატჩამდე მხოლოდ ორ დღეს ვივარჯიშეთ, სწრაფად უნდა შევძლოთ ადაპტირება და ჩვენი პოტენციალი სრულად და ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ", - დასძინა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

კანადის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული გუნდი ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

საქართველო
15. ბექა წიკლაური, 14. გიორგი ფრუიძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. კარლენ ასეიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე (კაპ), 8. ლაშა ლომიძე
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დავით ზირაქაშვილი, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დავით კაჭარავა

მომზადებულია რაგბის კავშირის პრესსამსახურის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
nuca-ქალბატონო,თქვენღა აკლდით რაგბისტებს...მხატვრული ტანვარჯიში ან ჭადრაკი აკომენტარეთ თუ შეიძლება:)
murtalo
03:14 04-09-2015
0
ეჰ რამდენ სეცდომებს უსვებენ უკვე რაგბის სამკარო ს წარმომადგელნები სედეგიც სახეზეა
nuca
21:40 03-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული