Telegraph: რას უნდა ველოდოთ "ბორჯღალოსნებისგან" მსოფლიოს თასზე

AutoSharing Option
Telegraph-ის ჟურნალისტმა ოლივერ პიკაპმა სტატია მიუძღნა მსოფლიოს თასს რაგბიში, მიმოიხილა ყველა ქვეჯგუფი და ყველა გუნდი და სამომავლო დასკვნებიც დადო.

გთავაზობთ მის ნააზრევს საქართველოს ნაკრებზე:

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რას უნდა ველოდოთ საქართველოსგან. მათ რამდენიმე კუნთმაგარი ფორვარდი ჰყავთ ევროპის საუკეთესო კლუბებში, ისინი სისხლიან ბრძოლას გაუმართავენ ყველას შერკინებაში, საუკეთესოებსაც კი და იშვიათად დაიხევენ უკან.

მაგრამ ნოემბერში მათმა მარცხმა ირლანდიასთან ანგარიშით 49:7 დაგვანახა, რა შორს არიან კიდევ ისინი ექვსი ერის წევრ ნაკრებებთან, თუნდაც, იტალიასთან, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში გაუსწრეს, რადგან ხუთი წელია ზედიზედ ერთა
თასს იგებენ. ბოლო სეზონში კი მათ ყველა მეტოქე დაამარცხეს: რუმინეთი, ესპანეთი, რუსეთი, გერმანია და პორტუგალია.

საქართველოს ნაკრები რეიტინგში მე-14-ეა, ხოლო აძური - მე-15.

ჩვენი ვერდიქტი: საქართველო ჯგუფში ჩარჩება".

ჟურნალისტის აზრით, ჩვენი ჯგუფიდან პირველი ადგილით ახალი ზელანდიის ნაკრები გავა, მეორეთი - არგენტინა. საქართველო, ტონგა და ნამიბია ჯგუფში ჩარჩებიან.

ტონგის ნაკრების შესახებ: "ეს გუნდი იმდენად არასტაბილურია, რომ არ გამოვრიცხავთ, არგენტინა დაამარცხოს, მაგრამ შემდეგ საქართველოსთან წააგოს და ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდეს".
მკითხველის კომენტარები / 24 /
ძალიან ახალგაზრდები ხართ, ბედნიერებაა როცა ამ ასაკში ყველა თქვენ გიმადლით ნაღვაწს, თავდადებას, გიწონებთ ანთებულ გულს საქართველოსათვის, ერთიანობის მაგალითს მიზნის მისაღწევად. ძალიან მინდა თქვენი ცხოვრების მანდლიზე თითოეულმა თქვენგანმა ამ საყოველთაო სიყვარულის საპასუხო ცხოვრებით იცხოვროთ. ნეტავ თუ გაქვთ მადლიერების გრძნობა იმისათვის რომ ხალხი ასე გემადლიერებათ. არ დაივიწყოთ ეს.
vasiko
16:29 29-07-2015
0
ყველა ქართველმა ამ ბიჭებისგან უნდა ისწავლოს სამშობლოს სიყვარული და თავდადება.მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაგრამ იმაში მაინც ვართ დარწმუნებული, რომ უბრძოლველად ვერავინ ვერაფერს წაიღებს ჩვენი ბიჭებისაგან.მე ვამაყობ მათი.
გიორგი
22:06 25-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული