"ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რეიტინგში იტალიას გაუსწრეს და მე-14-ზე არიან!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, რომელმაც "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" დამაჯერებლად გაიმარჯვა, მსოფლიოს კლასიფიკაციაში იტალიას გადაასწრო და ახლა მე-14 ადგილზეა. ეს ამბავი დღეს, 23 მარტს, დადასტურდა, როცა "მსოფლიო რაგბის" ოფიციალურ ვებგვერდზე ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა - საქართველოს 72,16 ქულა აქვს, იტალიას - 71,85.

* * *
"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო ტურის მატჩში "ბორჯღალოსნებმა" ბუქარესტში, ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, რუმინეთის ნაკრებს 15:6 მოუგეს და პირველობა არავის დაუთმეს. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა "სლემი" შეასრულა, ანუ ყველა მატჩი მოიგო. ამასთან ერთად, საქართველოს ნაკრებმა "ანთიმოზ ივერიელის თასიც" შეინარჩუნა, რომელიც
მხოლოდ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში თამაშდება.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის ნაკრებს ჩვენი გუნდისთვის 2010 წლის მერე აღარ მოუგია. ეს გამარჯვებაც იმის დასტურია, რომ ყოფილი "ერთა თასის" გათამაშებაზე ასპარეზობა ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის საკმარისი არ არის.

რუმინეთთან ამ გამარჯვებამ კიდევ ერთი არგუმენტი უნდა მოგვცეს ექვსი ერისკენ მიმავალ გზაზე. ამ ტურნირის ბოლო ტურში იტალიის ნაკრებმა შინ დიდი ანგარიშით წააგო უელსის ეროვნულ გუნდთან - 20:61, რამაც განაპირობა კიდეც რეიტინგში მათი დაქვეითება და "ბორჯღალოსნების" წინსვლა.

იტალიელები "გლოვას მისცემიან". აი, რას წერდა ერთ-ერთი იტალიური სარაგბო ვებგვერდი რეიტინგის გამოქვეყნებამდე:

"უელსთან რომ სასტიკად დავმარცხდით, ეს ერთია. ახლახან ბუქარესტიდან მეორე ცუდი ამბავი მოვიდა: ექვსი ერი B-ს გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის ეროვნულ გუნდს მოუგო - 15:6. ეს ნიშნავს, რომ ორშაბათს მსოფლიოს რეიტინგში ქართველები გაგვასწრებენ. გასაგებია, რომ რეიტინგი პირობითობაა და ბიბლია არ არის, მაგრამ ის ლაკმუსის ქაღალდია, გვიჩვენებს, რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ნაკრები. საქართველო არასდროს ყოფილა ჩვენზე წინ და იტალია არასდროს ყოფილა რეიტინგში მე-15".

აი, ასე, დროა, ამ გუნდთან ხშირად გვათამაშონ და ვნახოთ, ვინ უფრო იმსახურებს ელიტაში ყოფნას.


Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
რუმინეთი-საქართველო 6:15 - ეს ჩვენთვის საკმარისი აღარაა! [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხალხი იხვეწება გვათამაშეთ ხშირად მაგათთანო და იქნებ მართლა გვეთამაშა საინტერესო იქნებოდა. ბოლო ბოლო ფეხბურთი ხომ არაა აშკარა აუტსაიდერები ვიყოთ იტალიასთან
grisha
20:31 23-03-2015
0
თქვენ გენაცვალეთ, საამაყო კაცებო!!!!!

იქნებ იმაზე მივმართოთ ძალისხმევა, რომ 6 ერის მარაქაში გავერიოთ!!!
დარწმუნებული ვარ, ზალიან გავიზრდებით და საინტერესო თამაშს შევთავაზებთ მსოფლიო რაგბს!!!
გელა
17:05 23-03-2015
0

სიახლეები პოპულარული