ესპანეთი VS საქართველო - მადრიდში "ლომების" მოსათვინიერებლად! [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის III ტურში სტუმრად ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრა მადრიდში, თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს I არხი შემოგვთავაზებს.

"ლომებთან" მატჩის წინა დღეს "ბორჯღალოსნებმა" მადრიდის უივერსიტეტის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მანამდე კი საქართველოს ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა შემადგენლობა დაასახელა და მცირე კომენტარი გააკეთა:

”ესპანეთთან თამაში ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ისინი რუმინეთის შემდეგ ყველაზე ძლიერ მეტოქედ მიგვაჩნია, რასაც გუნდი თავიდან ბოლომდე ითავისებს. მიმაჩნია, რომ მოცემულ მდგომარეობაში
ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი და მეტად მნიშვნელოვანია, რომ კარგი თამაში ვანახოთ".

შეგასენებთ, რომ ტრავმების გამო საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარებიან: დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი (ორივე კლერმონი), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), დავით ხინჩაგიშვილი (მეტრო რასინგი), ჯაბა ბრეგვაძე (უგუნდო), ვახტანგ მაისურაძე (ალბი) და თედო ზიბზიბაძე (პერგო).

საქართველოს ნაკრები:
უკანა ხაზი
მერაბ კვირიკაშვილი, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვაჟა ხუციშვილი.
შერკინება
მიხეილ ნარიაშვილი, ზურაბ ჟვანია, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი თხილაიშვილი, შალვა სუთიაშვილი, ლაშა ლომიძე.
მარქაფა
გიორგი აფციაური, ალექსანდრე ხუციშვილი, ვასილ ლობჟანიძე, სიმონ მაისურაძე, კახა ასიეშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ჩხაიძე.

ესპანეთის ნაკრები:
ფრანკ ლაბე, ავგუსტინ ორტიზი, ხესუს მორენო, ფერნანდო ლოპესი, ბენატ ოზქუი, ხუან ანაია, დავიდ გონსალესი, ხესუს რეკუერდა, დავიდ ბარერა, ხავიერ დე ხუანი, გაუტიერ გიბუნი, ხაიმე ნავა, იგნასიო ვილანოვა, გილემ რუე, პაბლო ფეიხოო, დანიელ სნი, პაბლო ფონტესი, მარკოს პოჯი, მარტინ ერედია, ტიბო ვისენსანა, ხულენ გოია, ბრედლი ლინკატერი, სერხო ობანელი.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. რუმინეთი 2 2 0 0 +48 2 10
2. საქართველო 2 2 0 0 +61 1 9
3. ესპანეთი 2 1 0 1 +5 1 5
4. რუსეთი 2 1 0 1 +1 1 5
5. პორტუგალია 2 0 0 2 -32 1 1
6. გერმანია 2 0 0 2 -80 0 0

28 თებერვალი
საქართველო-ესპანეთი, რუსეთი-რუმინეთი, პორტუგალია-გერმანია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენი მოგებისა და იტალიის შოტლანდიასთან წაგების შემთხვევაში, ხომ გადავასწრებთ იტალიას მსოფლიო რეიტინგში, ბოლოს და ბოლოს!
ნოდარი
15:39 28-02-2015
0
აი, მელიტონი არაა, გერონტი, მილტონია! :)))
geronti- ს
14:22 28-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული