"ბორჯღალოსნების" მეტოქეები: რუსებმა ქართველებზე უარი თქვეს

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშება სტარტს 7 თებერვალს აიღებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები მომავალი ბატალიებისთვის მზადებას შეუდგნენ.

უკვე ვწერდით, რომ რუსეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ალექსანდრ პერვუხინი, რომელიც "დათვებს" 2002-04 წლებში თავკაცობდა.

პერვუხინმა გუნდის გაფართოებული, 32-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მან უარი თქვა ნატურალიზებულ ქართველ მორაგბეებზე, ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეებზე. გამოძახებულთა შორის არ არიან ლეგიონერებიც, ანდრეი ოსტრიკოვი და კირილ კულემინი.

რუსეთის ნაკრებში პერვუხინმა ოთხი გუნდის: კრასნოიარსკის "ენისეის", კრასნოიარსკის "კრასნი იარის", მონინოს "ვვასა" და მოსკოვის "სლავას" მორაგბეებს უხმო.

"დათვები" საწვრთნელ შეკრებაზე, ტრადიციულად, სოჭში
გაემგზავრებიან. რუსები 7 თებერვალს მადრიდში ესპანეთის ეროვნულ გუნდს, ერთი კვირის თავზე კი, ასევე სტუმრად, გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

რუსეთის ნაკრები
სერგეი ნოვოსელოვი, სტანისლავ სელსკი, ალექსანდრ ბეზვეროვი, ინოკენტი ზიკოვი, ნიკოლაი სერკოვი, ანდრეი ტემნოვი, დიმიტრი კროტოვი, ალექსეი შერბანი, რამილ გაისინი, იური კუშნარიოვი, დიმიტრი გერასიმოვი, იგორ კურაშოვი, პაველ ბუტენკო (ყველა-ენისეი), ალექსეი ვოლკოვი, ვლადისლავ კორშუნოვი, სერგეი სეკისოვი, ალექსეი პანასენკო, არტემ ფატახოვი, ალექსანდრ იანუშკინი, სერგეი ტრიშინი, მიხაილ ბაბაევი, იგორ კლუჩნიკოვი (ყველა-ვვა), ვიქტორ გრესევი, რუშან იაგუდინი, ანტონ რიაბოვი, ვასილი არტემევი, ანდრეი ოტროკოვი, იგორ გალინოვსკი (ყველა-კრასნი იარი), ანდრეი იგრეცოვი, დენის ანტონოვი, ილია ოსმინკო, მიხაილ სიდორივი (ოთხივე-სლავა).

* * *
ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა გერმანიის ნაკრებიც, რომელთანაც "ბორჯღალოსნები" 7 თებერვალს სტუმრად გამართავენ პირველი ტურის შეხვედრას. ჩვენი მომავალი მეტოქე საწვრთნელ მატჩში ირლანდიური "ქონოთის" სათადარიგო გუნდს დაუპირისპირდა და 7:50 წააგო.

გერმანელთა მწვრთნელების აზრით, ასეთი კატასტროფული შედეგი დაცვაში სერიოზული ხარვეზების ბრალია, რაზეც ერთა თასის დაწყებამდე დარჩენილ დროში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიმუშაოთო.

აი, რა შემადგენლობა დაუპირისპირეს გერმანელებმა ირლანდიურ გუნდს.

გერმანიის ნაკრები
15. გილემ ფრანკი (სემ ჰარისი 41), 14. ჰენდრიკ ფან დერ მერვე, 13. კლემან ფონ ბრუკოვი (კარლოს სოტერასი 50), 12. რაინორ პარკისნონი, 11. სტეფან ლიებიგი, 10. ჯერემი ტეუია, 9. შონ არმსტრონგი (პიერ მატურინი 60). 1. მატიას შოსერი (კრის ჰოულსი 41), 2. მიკა ტიუმენევი (ალექსანდრ ვიდიკერი 64), 3. სემი ფუშსელი (პაულ ვეისი 49), 4. რობ მაი, 5. რობერტ მორი (უმბერტო პილა 69), 6. კეჰომა ბრენერი (ფალკ დუვე 56), 7. ანსგერ რუნაუ, 8. რობერტ მორი.

* * *
საერთათასო შემადგენლობა დაასახელა ესპანეთის ნაკრების თავკაცმა სანტიაგო სანტოსმაც. თუმცა "ლომები" საწვრთნელი შეხვედრის გამართვას ვერ ახერხებენ, რადგან ნაკრებში გამოძახებული 22 მორაგბიდან 15 ლეგიონერია, რომლებიც საფრანგეთის სხვადასხვა დივიზიონის გუნდებში ასპარეზობენ.

ესპანელთა რიგებში კვლავ ითამაშებს ცხრა ნომერი პაბლო ფეიხოო, რომელიც ამ ქვეყნის შვიდკაცა რაგბის ნაკრების ლიდერიცაა. ძველი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მორაგბეებიდან გუნდს შემორჩნენ ხაიმე ნავა (პერიგო) და წარმოშობით ბასკი ხულიენ გოია (ბიარიცი).

ესპანელები პირველ მატჩს შინ გამართავენ 7 თებერვალს, რუსეთის ნაკრებთან.

ესპანეთის ნაკრები
ხუან ანაია, ხავიერ სანსი (ორივე-ინდერპენდიენტე), ანხელ ვასკესი, იგნასიო სერანო, პაბლო ფეიხოო (სამივე-კისნეროსი), დანიელ სნი (ვალიადოლიდი), ბრედლი ლინკატერი (გეთხო), ხუან ლუის ლაბე, მარკოს პოგი (ორივე-ლორმონი), ფერნანდო პერესი (მასი), ავგუსტინ ორტისი (ნარაფოა), ბენატ ოზქუი (ბორდო), ხესუს რეკუერდა (ექსი), დავიდ გარერა (სენ პოლი), დავიდ გონსალესი (ნივენესი), გაუტიერ გიბუნი, სებასტიან ასკარატისი (ორივე-მონტალბანი), ტიბო ვისენსანი, ჟილემ რუე (ორივე-ბაიონი), ხაიმე ნავა (პერიგო), მატიო როჩა (როდეზი), ხულიენ გოია (ბიარიცი).

* * *
ამასობაში, პორტუგალიის ნაკრებმა, რომელსაც წლეულს სათავეში ჟოაო პინტუ ჩაუდგა, ლისაბონში საწვრთნელი მატჩი გამართა ინგლისის სტუდენტთა ნაკრებთან და 16:32 დამარცხდა. "ლობუშების" შემადგენლობა საგრძნობლად გადახალისებულია. ძველი, ნაცადი მორაგბეებიდან გუნდში დარჩნენ ძმები ვასკუ და გონსალუ უვა (ორივე-დირეიტო), რაფაელ სამოსა (კასკაისი) და პედრო მელო (ბელენენსეში).

პორტუგალიის ნაკრები
ალოფონსო სოუსა, ფრანსისკო სოუსა, ჟოაო კაბაჩო, ნუნო ტაფული, რაფაელ სამოსა, სალვადორ ვაალო (ყველა-კასკაისი), ბერნადო ბატისტა, ბრუნო როხა, გონსალო ფაუსტინო (სამივე-ტექნიკო), ბერნარდო კამპელო, ფრანსისკო დომინგესი, ჟოზე ლეალი, მანუელ მურტერია, მანუელ ველა (ყველა-აგრონომია), კარლოს სოტომაიორი, ჟოაო ვასკუ, ოდრიგო ფიგუერდო (სამივე-კდუპი), დუარტე დინისი, ფრანსისკო სილვა, გონსალო უვა, ჟოაო სილვა, ლუის ლობატო, ვასკო უვა (ყველა-დირეიტო), ერიკ დოს სანტოსი (ბიარიცი), ჟოაო მატეუში (კოიმბრა), მიგელ ალმეიდა (ლუზა), კევინ კოსტა (სენ ჟან დე ლუზი), მაქსიმ ტონიეტა (ოიონაქსი), პედრო ბეტანკური (კლერმონი), პედრო მელო (ბელენენსეში).

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), დავით ქუბრიაშვილი, ზურაბ ჟვანია (ორივე-სტად ფრანსე), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი).
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), გიორგი ჩხაიძე (ლილი), კოტე მიქაუტაძე.
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ორივე-ტულონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), ლაშა ლომიძე (ბეზიე).
#9: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო)
#12-13: ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი).
#11-14: ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), 13ალექსანდრე თოდუა (ლელო).
#15: მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), გიორგი აფციაური (აია).

ერთა თასი
7 თებერვალი
გერმანია-საქართველო, ესპანეთი-რუსეთი, პორტუგალია-რუმინეთი.

14 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია, რუმინეთი-ესპანეთი, გერმანია-რუსეთი.

28 თებერვალი
ესპანეთი-საქართველო, რუსეთი-რუმინეთი, პორტუგალია-გერმანია.

14 მარტი
საქართველო-რუსეთი, პორტუგალია-ესპანეთი, გერმანია-რუმინეთი.

21 მარტი
რუმინეთი-საქართველო, რუსეთი-პორტუგალია, ესპანეთი-გერმანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზურა,მორაგბეები ფეხბურთელებში გერევა. კაცები ქვეყნის პრესტიჟის დაცვაზე უარს არასდროს არ იტყვიან!!!
Irakli
08:45 29-01-2015
0
მწვრთნელმა თქვა უარი თუ ბიჭებმა თქვეს უარი ეგეც საკითხავია.....
zura
15:46 28-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული