ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსნები" განახლებულ რეიტინგში ვერ დაწინაურდნენ

AutoSharing Option
24 ნოემბერს მსოფლიოს რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა.

"ბორჯღალოსნების" ადგილი წინა კვირასთან შედარებით არ შეცვლილა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კვლავ მე-15 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში "ბორჯღალოსნებმა" სამი ტესტ-მატჩი გამართეს.

პირველ ტესტ-მატჩში ჩვენი ნაკრები შინ ტონგასთან ანგარიშით 9:23 დამარცხდა, შემდეგ კი ირლანდიასთან სტუმრად ანგარიშით 7:49 წააგო, ბოლო, მესამე შეხვედრაში კი იაპონია ანგარიშით 35:24 დაამარცხა.

Sportall.Ge