საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა

AutoSharing Option
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებსა და იაპონიას შორის ნოემბრის ტესტ-მატჩი გაიმართა.

სამწუხაროდ მატჩის მეორე წუთზე დაშავდა ჩვენი ნაკრების კაპიტანი დავით კაჭარავა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. მის ნაცვლად მოედანზე გიორგი აფციაური შევიდა.

მე-13 წუთზე შალვა მამუკაშვილმა ლელოს დადება შეძლო და "ბორჯღალოსნები" დააწინაურა - 5:0. სამწუხაროდ მერაბ კვირიკაშვილმა გარდასხვა ვერ გაიტანა.

22-ე წუთზე კი "ბორჯღალოსნებმა" მოლის მიწოლის დროს საჯარიმო ლელო მოიპოვეს, რასაც კვირიკაშვილის ამჯერად ზუსტი გარდასახვა მოჰყვა -12:0.

იაპონელებმა სხვაობის შემცირება 28-ე წუთზე ჯარიმის წყალობით შეძლეს - 12:3. სულ
რაღაც 2 წუთში მეტოქემ უკვე ლელო დაგვიდო, რასაც ზუსტი გარდასახვა მოაყოლა - 12:10.

ტაიმის მიწურულს კვირიკაშვილმა ლელოს გატანა შეძლო და ანგარიში 17:10 გახადა. სამწუხაროდ მან გარდასახვა კვლავ არაზუსტად შეასრულა.

პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით ანგარიშით 17:10 დასრულდა.

შეხვედრის 53-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნების" უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა - 20:10.

სულ რამდენიმე წუთში ლელოს დადება ლაშა ხმალაძემ მოახერხა 25:10. სამწუხაროდ კვირიკაშვილს დარტყმების მხრივ თამაში ვერ წაუვიდა და გარდასახვა ამჯერადაც გააცუდა.

68-ე წუთზე ლელოს დადება უკვე იაპონელებმა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ 69-ე წუთზე არბიტრმა ლევან შარიქაძის ლელო გააუქმა, რომელიც თავადვე ჩათვალა, თუმცა ვიდეო-რეფერისთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენს სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა.

უკვე 72-ე წუთზე ჯარიმის ზუსტად შესრულება კვირიკაშვილმა შეძლო და ანგარიში 28:17 გახადა.

76-წ წუთზე ლელო ბექა წიკლაურმა მიითვალა, რასაც კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვა მოაყოლა - 35:17.

79-ე წუთზე ლელო იაპონელებმა დადეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 35:24.

საბოლოოდ შეხვედრა "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით ანგარიშით 35:24 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართული ფეხბურთის და მათი მამების დედაც........! გაუმარჯოს რაგბს!!!
irakli
10:08 24-11-2014
0
კაცები ხართ!!!
საქართველოს საამაყო კაცები!!!
გენაცვალეთ!!!!!
ლელა
22:19 23-11-2014
0

სიახლეები პოპულარული