"ბორჯღალოსნები" იაპონიას პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიასთან ნოემბრის ტესტ-მატჩს მართავს.

სამწუხაროდ მატჩის მეორე წუთზე დაშავდა ჩვენი ნაკრების კაპიტანი დავით კაჭარავა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. მის ნაცვლად მოედანზე გიორგი აფციაური შევიდა.

მე-13 წუთზე შალვა მამუკაშვილმა ლელოს დადება შეძლო და "ბორჯღალოსნები" დააწინაურა - 5:0. სამწუხაროდ მერაბ კვირიკაშვილმა გარდასხვა ვერ გაიტანა.

22-ე წუთზე კი "ბორჯღალოსნებმა" მოლის მიწოლის დროს საჯარიმო ლელო მოიპოვეს, რასაც კვირიკაშვილის ამჯერად ზუსტი გარდასახვა მოჰყვა  -12:0.

იაპონელებმა სხვაობის შემცირება 28-ე წუთზე ჯარიმის წყალობით შეძლეს - 12:3. სულ რაღაც 2
წუთში მეტოქემ უკვე ლელო დაგვიდო, რასაც ზუსტი გარდასახვა მოაყოლა - 12:10.

ტაიმის მიწურულს კვირიკაშვილმა ლელოს გატანა შეძლო და ანგარიში 17:10 გახადა. სამწუხაროდ მან გარდასახვა კვლავ არაზუსტად შეასრულა.

პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით ანგარიშით 17:10 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული