საქართველო VS იაპონია - რევანშის დროა!

AutoSharing Option
23 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებსა და იაპონიას შროის ნოემბრის ტესტ-მატჩი გაიმართება.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს. მატჩი 17:00 დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 3 და 5 ლარია, რომელიც "მესხის" სტადიონის სალაროებში იყიდება.

ტესტამდე 24 საათით ადრე, "ბორჯღალოსნებმა" მესხის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს. მანამდე კი მესხის მინდორი იაპონელებმა დააჭაშნიკეს.

ვარჯიშის შემდეგ, მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრნელმა, მილტონ ჰეიგმა შეკრებილ მედიას განუცხადა:

"იაპონისთან გამარჯვება რთული იქნება. მსოფლიოში მეცხრე ადგილზე მყოფი გუნდია, რომელმაც ბოლო
ერთი წლის განმავლობაში საუკეტესო მატჩები ჩაატარა.

ამ ტესტს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან გვინდა, რომ ნოემბრის კაპანია საკუთარ კედლებში გამარჯვებით დავასრულოთ და ამ მიზნის მისაღწეად ყველაფერს გავაკეთებთ".

ბოლოს "ბორჯღალოსნები" და "ალუბლები" (იაპონიის მორაგბეთა ნაკრები) ერთმანეთს 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე, მესხის სტადიონზე შეეჭიდნენ. ის რკენა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.

აქედან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია 23 ნომბერის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა:
1. მიხეილ ნარიაშვილი
2. შალვა მამუკაშვილი
3. დავით ქუბრიაშვილი
4. გიორგი ნემსაძე
5. ლევან დათუნაშვილი
6. გიორგი თხილაიშვილი
7. ვიტო კოლელიშვილი
8. ლაშა ლომიძე
9. ვაჟა ხუციშვილი
10. ლაშა ხმალაძე
11. სანდრო თოდუა
12. მერაბ შარიქაძე
13. დავით კაჭარავა (კაპ)
14. თამაზ მჭედლიძე
15. მერაბ კვირიკაშვილი

სათარიგოები:
16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. გიორგი აფციაური.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიორგობას გილოცავთ! არარსებობს რომ არ მოვიგოთ! გიორგობაზე წმიდანის მადლი გვფარავს. მისი დახმარებით; პირადულ ცხოვრებაშიც, სპორტშიც და დსაერთოდ ყველაფერში ყოველთვის გავიმარჯვებთ.. წინასწარ მოგილოცავთ...
გიორგობის მადლი გვფარავდეს...
14:18 23-11-2014
0
დაუკარით,რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს. გიორგობას გილოცავთ ჩვენო ლომებო,აბა თქვენ იცით დღეს როგორ გაგვახარებთ.
geronti
13:37 23-11-2014
0

სიახლეები პოპულარული