"ბორჯღალოსნების" ძირითადი შემადგენლობა იაპონიასთან მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
23 ნოემბერს, გიორგობას, საქართველოს ეროვნული ნაკრები წლევანდელი ტესტ-სერიის უკანასკნელ საშინაო მატჩში მსოფლიოში ყველაზე პროგრესირებად გუნდს, იაპონიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.

შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები "მესხის სტადიონის" სალაროებში ყოველდღიურად იყიდება, რომლის ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.

ბოლოს "ბორჯღალოსნები" და "ალუბლები" ერთმანეთს 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე, "მესხის სტადიონზე" შეეჭიდნენ. ის რკენა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია 23 ნოემბრის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა.

ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ, დროულად იზრუნოთ ბილეთების შეძენაზე,
გიორგობას, 23 ნოემბერს თამაშამდე ერთი საათით ადრე მობრძანდეთ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ "ბორჯღალოსნებს"!

თამაშამდე 48 საათით ადრე "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა იაპონიის წინააღმდეგ სამატჩო შემადგენლობა დაასახელა.

ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ხელის ტრავმა გაუმიზეზდა დიმიტრი ბასილაიას. მის ნაცვლად 8 ნომერზე ლაშა ლომიძე ითამაშებს. ირლანდიასთან ასევე დაშავდა უკანახაზელი ლაშა მალაღურაძე. თბილისში დაბრუნების შემდეგ მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და შესაბამისად, ის კვირას ვერ ითამაშებს. 9 ნომერზე შეხვედრას ვაჟა ხუციშვილი დაიწყებს. მარქაფაშია ბექა წიკლაური. მარქაფაშია ასევე გიორგი აფციაური, რომელიც ეროვნული ნაკრების კვართს პირველად მოირგებს.

საქართველოს ნაკრები
შერკინება
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. ლაშა ლომიძე

ღერძი
9. ვაჟა ხუციშვილი, 10. ლაშა ხმალაძე

ხაზი
11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა (კაპ), 14. თამაზ მჭედლიძე, 15. მერაბ კვირიკაშვილი

მარქაფა
16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. გიორგი აფციაური

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /

მიდით ბიჭებო,დაანთეთ ცეცხლი!
glaxuna
02:06 22-11-2014
0

სიახლეები პოპულარული