საქართველო და იაპონია 22 ნოემბერს კაპიტნის ვარჯიშებს გამართავენ

AutoSharing Option
ნოემბრის ციებ-ცხელება გრძელდება და წლევანდელი ნოემბრის ტესტ-სერიის დამაგვირგვინებელ, ბოლო საშინაო ტესტამდე 2 დღე რჩება. 23 ნოემბერს, გიორგობას "ბორჯღალოსნები" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებად გუნდს, იაპონიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველო-იაპონიის ტესტ-მატჩის ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 17 ნოემბერს დაიწყო. მატჩზე დასასწრები ბილეთები ყოველდღიურად "მესხის სტადიონის" სალაროებში, 11 საათიდან 19 საათამდე იყიდება.

შეგახსენებთ, რომ ყველა ბილეთი დანომრილია და მათი ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს. დარჩენის შემთხვევაში, ბილეთები მატჩის დღეს, 23 ნოემბერს, 12:00 საათიდან გაიყიდება.

22 ნოემბერს
საქართველოს და იაპონიის ეროვნული ნაკრებები მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ კაპიტნის ვარჯიშებსა და წინასამატჩო პრესკონფერენციებს.

კაპიტნის ვარჯიშის განრიგი:

იაპონიის ეროვნული ნაკრები - 11:00 საათი.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ იაპონიის ნაკრების მწვრთნელი მინდორზევე გასცემს ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები - 17:00 საათი.

წინასამატჩო პრესკონფერენციის განრიგი:

საქართველოს ეროვნული ნაკრები - 16:40, "მესხის სტადიონის" საპრესკონფერენცია დარბაზი.

წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო საშინაო ტესტში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებად, იაპონიის ეროვნულ ნაკრებს ვეთამაშებით. ბოლოს "ბორჯღალოსნები" და "ალუბლები" ერთმანეთს 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე, "მესხის სტადიონზე" შეეჭიდნენ. ის რკენა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია 23 ნოემბრის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა.

ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ, დროულად იზრუნოთ ბილეთების შეძენაზე, გიორგობას, 23 ნოემბერს, თამაშამდე ერთი საათით ადრე მობრძანდეთ "მესხის სტადიონზე" და ერთად ვუქომაგოთ "ბორჯღალოსნებს"!

წყარო: rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული