ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

არგენტინა VS საქართველო - ყველაზე რთული ტესტი

AutoSharing Option
დღეს, 24 ივნისს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივნისის ბოლო ტესტ-მატჩს სტუმრად არგენტინის ნაკრებთან ჩაატარებს. შეხვედრა ქალაქ ჰუჰუიში თბილისის დროით 23:15 სთ-ზე დაიწყება, მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი "იმედი" წარმოადგენს.

არგენტინასთან თამაშამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო შემადგენლობა დაასახელა და კომენტარი გააკეთა.

- მილტონ ჰეიგი: "შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება"
- "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა არგენტინასთან მატჩისთვის ცნობილია
- "ბორჯღალოსნების" Mannequin Chalange სან სალვადორში [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ამერიკულ ტურნეში მყოფმა "ბორჯღალოსნებმა" მანამდე სტუმრად კანადისა (13:0) და აშშ-ის (21:17) ნაკრებები
დაამარცხეს, არგენტინელებმა კი ინგლისის არაოპტიმალურ ნაკრებთან ორივე ტესტი დათმეს (34:38 და 25:35).

- აშშ-საქართველო 17:21 - გამარჯვება ამერიკულ ჯორჯიაში [VIDEO]
- კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]

საქართველოს და არგენტინის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე ოთხჯერ უთამაშიათ და გამარჯვება ყველა ჯერზე სამხრეთამერიკელებს დარჩათ. "ბორჯღალოსნებმა" "პუმებთან" სამჯერ მსოფლიოს თასზე წააგეს - 3:33 (2007 წ.), 7:25 (2011) და 9:54 (2015) და ერთხელ ტესტ-მატჩში - 18:29 (2013, სან ხუანი).

საგულისხმოა, რომ თუკი "ბორჯღალოსნები" ამჯერად არ წააგებენ არგენტინასთან, ხოლო იაპონია შინ ირლანდიასთან დამარცხდება, მსოფლიო რეიტინგში ისტორიულ მიღწევას გაიმეორებენ და მე-11 ადგილს დაუბრუნდებიან.

- თუ "ბორჯღალოსნები" არ წააგებენ, რეიტინგში ისტორიულ მიღწევას გაიმეორებენ
ასევე დაგაინტერესებთ