მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნესთვის 33 "ბორჯღალოსანი" დაასახელა

AutoSharing Option
3 ივნისს საქართველოს ნაკრები კანადაში გაემგზავრება. "ბორჯღალოსნები" 11 ივნისს კალგარიში, კანადის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

კანადიდან ჩვენი გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის მთავარ ქალაქში, ატლანტაში ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს 18 ივნისს ეთამაშება. ამ მატჩის მიმართ ამერიკაში მცხოვრები ქართველების ინტერესი დიდია და ჩვენი ბიჭების საქომაგოდ 150-მდე ჩვენებური აპირებს სტადიონზე მისვლას.

"ბორჯღალოსნები" ბოლო მატჩს ივნისის ტესტებზე სამხრეთ ამერიკაში არგენტინის წინააღმდეგ 25 ივნისს გამართავენ.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ამას წინათ 36-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელთაგან ამერიკის ტურნეში 33 გაემგზავრებოდა. "ბორჯღალოსნების" რიგებს გამოაკლდნენ შერკინების ბურჯი
ირაკლი მირცხულავა
(ოიონაქსი), მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი) და გარემარბი გიორგი ფრუიძე (ბაგრატი).

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ანტონ ფეიქრიშვილი (კარდიფი), თორნიკე მატარაძე (ლიონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), შალვა მამუკაშვილი (ტულონი), ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი), სოსო ბეკოშვილი (ბრივი), კარლენ ასიეშვილი (ბრივი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი)
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე), გიორგი ჩხაიძე (დომონი), გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)
მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (კლერმონი), ბექა ბიწაძე (შამბერი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ლონდონ აირიში), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი)
#9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი)
#10: ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), ლაშა ხმალაძე (ლელო), რევაზ ჯინჭველაშვილი (ბაგრატი),
#12-13: დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), გიორგი კოშაძე (ხარები)
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), იოსებ მათიაშვილი (აკადემია) თამაზ მჭედლიძე (აჟენი),
#15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

ივნისის ტესტები
11 ივნისი
კანადა-საქართველო

18 ივნისი
აშშ-საქართველო

25 ივნისი
არგენტინა-საქართველო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გორგაძე 2 თვემდე იმკურნალებს. ფრუიძემ რაღაც დაიზიანა. რამდენად სერიოზულად არ ვიცი. გამოძახებული იყო. ამ ეტაპზე პრინციპში ნორმალური შემადგენლობაა. მეორე ხაზში გვიჭირს ნამეტანი
musi
15:54 02-06-2017
0
ბექა გორგაძე რატომ არაა?...ტრავმა თუ არა აქვს საკვირველია რომ სიაში არაა.
murtalo
15:12 02-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული