ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

საუკეთესო შერკინება მსოფლიოში - რას ფიქრობს "ბორჯღალოსნების" ავსტრალიელი მწვრთნელი

AutoSharing Option
2019 წლის მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნები" D ჯგუფში ავსტრალიას დაუპირისპირდებიან. ეს ისტორიაში პირველი შეხვედრა იქნება "ვოლაბებთან". კენჭისყრის შემდეგ ავსტრალიური მედიის დაინტერესება ქართული რაგბით ერთიორად გაიზარდა.

ავსტრალიური "დეილი ტელეგრაფი" საქართველოს ნაკრების ფორვარდთა მწვრთნელს, რიჩარდ გრემს დაუკავშირდა, რომელიც ავსტრალიელია.

"საქართველოს ნაკრების მთავარი სიძლიერე მათი ფორვარდთა ჯგუფია. როცა იაპონიას შევხვდით, მათმა მწვრთნელმა ჯიმი ჯოზეფმა თქვა, რომ საქართველოს ნაკრებს უძლიერესი შერკინება ჰყავს მსოფლიოში. მას მერე, რაც ნაკრებში ვმუშაობ, ჩვენმა შერკინებამ დაარბია ყველა გუნდის შერკინება, ვისაც კი შეხვდა - სამოა, ფიჯი, ტონგა, შოტლანდია...

ქართველი ფორვარდები ბუნებრივად
ძალიან ძლიერები არიან. ეს მათი ნატურაა. ავსტრალიასთან დაპირისპირება გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ასეა, როცა ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოებს ხვდება.

მინდა გითხრათ, რომ ქართველები კი არ უშინდებიან პირველი დონის ქვეყნებთან თამაშს, არამედ აღტაცებულნი არიან ამ შესაძლებლობებით. შერკინების ყველა კომპონენტში საქართველო ძლიერია. სწორედ ეს იქნება ის უპირატესობა, რომლის გამოყენებასაც გუნდი შეეცდება "ვოლაბებთან" თამაშში.

თუმცა საქართველოში კარგად იციან, რომ რაგბის თამაში მხოლოდ შერკინება არ არის. ვიცით, რომ ავსტრალია ძალიან ძლიერია და თუ მას ბურთი ექნა, ძალიან სახიფათო იქნება.

იმისთვის, რომ თანასწორად ეთამაშოს ავსტრალიას, 2019 წლამდე გაცილებით უკეთესი უნდა გახდეს რაგბის სხვა ნიუანსებშიც. საქართველოს ნაკრები სტაბილურად თამაშობს მსოფლიოს თასებზე, რამაც ამ გუნდს თვითრწმენა განუმტკიცა. მორიგი მსოფლიოს თასი მათთვის ახალი შესაძლებლობაა", - განაცხადა გრემმა.
ასევე დაგაინტერესებთ