Corriere dello Sport: 2018 წლის ნოემბერში იტალია და საქართველო ტესტს ითამაშებენ

AutoSharing Option
იტალიური სარაგბო ბლოგი rugby1823 იუწყება, რომ 2018 წლის ნოემბერში ტესტ-მატჩი გაიმართება იტალიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის. ბლოგს წყაროდ ცნობილი გამოცემა Corriere dello Sport მოჰყავს.

ამ ნაკრებებს ერთმანეთში არ უთამაშიათ 2003 წლის სექტემბრის შემდეგ. მაშინ ასტიში იტალიამ 31:22 მოიგო.

ბუნებრივია, ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რამდენად იმსახურებს ექვსი ერის ტურნირზე თამაშს. დღეისათვის, "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე არიან, ხოლო იტალიელები მე-14 ადგილზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ეტყობა, ჩვენთან რაღაც თაობების ცვლას ელოდებიან და გონიათ, რომ შედარებით ასაკოვნები დატოვებენ მაგ დროისთვის ნაკრებს და უფრო გაუადვილდებათ მოგება, ამიტომაც გეგმავენ 2018 წელს...
ზაზა
16:40 25-02-2017
0
albat kvelas kargad gvaxsovs,msoflio tasi namibiis nakrebtan meore mathi rom moviget msajis unamusoba.igive tu ar moxda italiastanac!?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული