ლელო "ლელოს" ფონზე - საინტერესო ფოტოები საქართველო-გერმანიის მატჩიდან

AutoSharing Option
19 თებერვალს რუსთავში გამართულ მატჩში "ბორჯღალოსნებმა" გულშემატკივარს მოლოდინი არ გაუცრუეს და გერმანიის ნაკრები ანგარიშით 50:6 დაამარცხეს.

- საქართველო-გერმანია 50:6 - ცენტურიონი [VIDEO+PHOTO]

საქართველოს რაგბის კავშირმა ფოტოკორესპონდენტ გოგიტა ბუხაიძის ფოტოგალერია გამოაქვეყნა. ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მისმა სამმა ფოტოსურათმა მიიპყრო.

შეხვედრის 56-ე წუთზე ბექა გორგაძე გერმანელთა ჩათვლის მოედანში ლელოს დებს. ფოტოხელოვანმა კი კადრში რუსთავის სარაგბო სტადიონზე განთავსებული გაზეთ "ლელოს" სარეკლამო დაფაც "მოახვედრა" - ლელო "ლელოს" ფონზე!

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული