ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსნები" გერმანიის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ფარგლებში გერმანიას პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს.

მატჩი რუსთავის სარაგბო სტადიონზე მიმდინარეობს. "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ანგარიშით 21:6 მოიგეს.

ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მალევე მე-3 წუთზე ლამაზი კომბინაციით გიორგი კოშაძის ლელოთი შეძლეს. მერაბ კვირიკაშვილმა უპრობლემოდ გარდასახა - 7:0.

მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა შეამცირეს - 7:3.

მე-17 წუთზე ამჯერად უკვე ლელო გიორგი ფრუიძემ მიითვალა. კვირიკაშვილმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან გარდასახა და ანგარიში 14:3 გახდა.

28-ე წუთზე გერმანელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს - 14:6.

უკვე 29-ე წუთზე
კი კოშაძემ ერთ მომენტში გერმანელი მეტოქე მოძრაობით დააბნია და მეორე ლელო მიითვალა, რასაც კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა - 21:6.