ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ხდება ის, რასაც ვამბობდით - ახალგაზრდა მორაგბეები ვითარდებიან"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა დღეს, 19 თებერვალს გერმანიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- "ბორჯღალოსნებმა" გერმანიის ნაკრები გაანადგურეს

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეორე ტურში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 50:6 დაამარცხეს.

"როგორც ვთქვი, ეს შემადგენლობა ამ ორი მატჩისთვის იყო დასახელებული. ხვალ მწვრთნელები დღევანდელ მატჩს შევაჯამებთ. შესაძლოა, ესპანეთთან მატჩს რუმინეთისა და რუსეთისგან განსხვავებით სხვანაირად მივუდგეთ. ვნახოთ, ვიფიქრებთ შემადგენლობაზე.

დღევანდელ მატჩში პირველხაზელების თამაშით ვარ კმაყოფილი. მათ ბრწყინვალედ ითამაშეს და მგონია, ყვითლები, რომელიც მიიღეს, გაუგებარია. გორგაძე უკვე
2 წელია გუნდშია და თამაშიდან თამაშამდე უმატებს. კმაყოფილი ვარ კოშაძის თამაშითაც. პრინციპში, ხდება ის, რასაც ვამბობდით - ახალგაზრა მორაგბეები ვითარდებიან.

პირველი ტაიმის შემდეგ, მორაგბეებს ვუთხარი, რომ ბურთით კარგად ვთამაშობთ და მეორე ტაიმში სწორედ ბურთის კონტროლი დავავალე.

რაც შეეხება ტრავმებს, რაგბი ძალისმიერი სპორტია. შესაძლოა, მორაგბემ სირბილის დროსაც მიიღოს დაზიანება. ტრავმა ჩვეულებრივი ამბავია. 5 წელია აქ ვარ და ამდენი ტრავმა მოთამაშეებს არ მიუღიათ. დღეს უბრალოდ ასე დაემთხვა. მოგვიანებით, ფიზ. მომზადების მწვრთნელებს გავესაუბრები (იცინის)", - თქვა ჰეიგმა.
ასევე დაგაინტერესებთ