მილტონ ჰეიგმა გერმანიასთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეორე ტურში, გერმანიასთან თამაშამდე ორი დღით ადრე სამატჩო, 23-კაციანი გუნდი გამოაცხადა. საქართველო-გერმანიის დაპირისპირება რუსთავის სარაგბო სტადიონზე 19 თებერვალს, 15:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, ტურნირის სტარტზე "ბორჯღალოსნებმა" ბელგიას სტუმრად, ბონუს ქულით, ანგარიშით 31:6 მოუგეს და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობენ, ხოლო გერმანიამ პირველ ტურში შინ, სენსაციურად, 41:38 დაამარცხა რუმინეთის ნაკრები.

სამი ახალბედა
საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელი თებერვალში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნაკრების ბირთვს ასვენებს და ახალბედებს ცდის. ბელგიასთან ოთხმა დებიუტანტმა მიიღო პირველი, ღვინისფერი კეპი და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რუსთავში კიდევ სამი ჭაბუკის "ნათლობა" შედგება - ჰავბეკი გელა აფრასიძე, ბურჯი ლაშა ტაბიძე და მესამეხაზელი გიორგი მჭედლიშვილი მარქაფაში არიან.

სამი სიახლეა დამწყებ 15-ეულშიც: შეიცვალა ორივე ბურჯი - თადარიგიდან დაწინაურდნენ საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერები - თორნიკე მატარაძე და სოსო ბეკოშვილი, გუნდს კი დაგეზავს "ბაგრატის" 10 ნომერი რევაზ ჯინჭველაშვილი.

მეკო - 100 კეპი!
კაპიტანი კვლავაც
მერაბ შარიქაძეა
. თადარიგში ორი გამოცდილი მგეზავი - ლაშა მალაღურაძე და ლაშა ხმალაძე გვეყოლება.

გერმანიის ნაკრებთან მატჩი გამორჩეული იქნება - მეასე სანაკრებო კეპს მიითვლის მერაბ კვირიკაშვილი. საქართველოს საუკეთესო მექულე "ბორჯღალოსანთა" 29-წლიან ისტორიაში პირველი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 43-ე "ცენტურიონი" გახდება.

საქართველოს და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებები აქამდე ხუთჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გამარჯვება ყოველთვის ქართველ მორაგბეებს დარჩათ (ჯამში - 252:26, ლ - 37/3).

საქართველოს ნაკრები სამატჩო რაზმი
უკანა ხაზი: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 გიორგი ფრუიძე, 13 გიორგი კოშაძე, 12 მერაბ შარიქაძე (კაპ), 11 სანდრო თოდუა, 10 რევაზ ჯინჭველაშვილი, 9 გიორგი ბეგაძე.
შერკინება: 1 თორნიკე მატარაძე, 2 ბადრი ალხაზაშვილი, 3 სოსო ბეკოშვილი, 4 გიორგი ნემსაძე, 5 ნოდარ ჭეიშვილი, 6 ლაშა ლომიძე, 7 გიორგი თხილაიშვილი, 8 ბექა გორგაძე.
მარქაფა: 23 ლაშა მალაღურაძე, 22 ლაშა ხმალაძე, 21 გელა აფრასიძე, 16 გიორგი ჭყოიძე, 17 გიორგი თეთრაშვილი, 18 ლაშა ტაბიძე, 19 გიორგი მჭედლიშვილი, 20 საბა შუბითიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
სიახლეები პოპულარული