ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

იტალიის ნაკრების თავკაცი: ჩვენ დამსახურებულად ვთამაშობთ ექვს ერზე

AutoSharing Option
ექვსი ერის მეორე ტურში იტალიის ნაკრები შინ 10:63 დამარცხდა ირლანდიასთან. ამ მატჩში ირლანდიელებმა 9 ლელო დადეს და ექვსი ერის ისტორიაში უდიდესი სხვაობით იმარჯვეს.

იტალიელთა ასეთი უსახური საქციელის შემდეგ კიდევ ერთხელ განახლდა დისკუსია ექვსი ერის შესაძლო რეფორმის შესახებ. მეტიც, ამ მატჩის მერე პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ირლანდიელმა ჟურნალისტმა პირდაპირ ჰკითხა იტალიელთა თავკაცს, ასევე ირლანდიელს, კონორ ო'შის, არ გეშინიათ, რომ მალე სისტემა შეიცვლება და თქვენს ადგილს საქართველო დაიკავებსო.

"ამაზე კამათი ყოველთვის იქნება, მაგრამ იტალიამ ექვს ერზე თამაში წლების განმავლობაში კარგი შედეგებით მოიპოვა. ჩვენ დავიმსახურეთ
ადგილი, სადაც ახლა ვართ. რამდენადაც მე ვიცი, ამის შესახებ არანაირი ოფიციალური დებატები არ მიდის. ეს საკითხი არ განიხილება. სანამ წესები არ შეიცვლება, ასე იქნება", - უპასუხა ო'შიმ, რომელსაც ირლანდიელთა ზელანდიელი თავკაცი ჯო შმიდტი გამოესარჩლა:

"როგორც მე ვიცი, რომი ერთ დღეში არ აშენებულა. დარწმუნებული ვარ, რომ ო'ში იტალიის ნაკრებისგან კონკურენტუნარიან გუნდს დააყენებს. მას ამის გამოცდილება აქვს. იტალიას რამდენიმე მართლაც კარგი მოთამაშე ჰყავს".
ასევე დაგაინტერესებთ