ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსნები" საფრანგეთში შეკრებაზე გაემგზავრნენ, გუნდში ერთი ცვლილებაა

AutoSharing Option
2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. "ბორჯღალოსნები" პირველი ტურის შეხვედრას 11 თებერვალს, სტუმრად ბრიუსელში, ბელგიის ნაკრებთან გამართავენ.

დღეს, 6 თებერვალს, "ბორჯღალოსნები" წლის პირველი შეკრების გასავლელად ტულუზაში გაემგზავრნენ. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გაფართოებული შემადგენლობა საწყისი ორი მატჩისთვის 26 იანვარს დაასახელა - სულ 31 მორაგბე. გამოძახებულთაგან უმეტესობა ქართული კლუბებიდანაა: 16 მორაგბე დიდი 10-დან და ერთიც პირველი ლიგიდან.

- "ბორჯღალოსნების" რაზმი ბელგიასა და გერმანიასთან მატჩებისთვის ცნობილია

რაზმში ერთი ცვლილებაა: "სტად ფრანსეს" ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ მიკრო-ტრავმა მიიღო და მის
ადგილს "აჟენის" წევრი გიორგი თეთრაშვილი დაიკავებს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, "ბორჯღალოსნების" ფრანგული შეკრება 9 თებერვლამდე გასტანს, რის შემდეგაც ჩვენი ნაკრები გეზს ბრიუსელისკენ აიღებს. ბელგია-საქართველოს მატჩი 11 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები შინ 13 თებერვალს დაბრუნდება და გერმანიასთან მატჩისთვის "შევარდენის" ბაზაზე განაგრძობს მზადებას. ეს თამაში 19 თებერვალს, რუსთავში გაიმართება და 15:00 სთ-ზე დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ