ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსნების" ახალი ფორმის ფასი 20%-ით შემცირდა

AutoSharing Option
რაგბის კავშირის ოფიციალური "ფეისბუქგვერდის" ცნობით, რაგბის ონლაინმაღაზიაში კვართების ფასი 20%-ით შემცირდა - 249 ლარის ნაცვლად, "ბორჯღალოსნების" ახალი კვართები 199 ლარი ეღირება.

- ახალი კვართი, ახალი ფერი - "ბორჯღალოსნების" ფორმის პრეზენტაცია [PHOTO]

ეს შესაძლებელი გახდა რაგბის კავშირის, "ქენთებრის" და სპონსორების ერთობლივი ძალისხმევით.

და ვინც უკვე შეიძინა ძველ ფასად, რაგბის კავშირი მათ, კომპენსაციის სახით, 12 მარტს "დინამო არენაზე" გასამართ საქართველო-რუსეთის მატჩზე დასასწრებ 5-5 ბილეთს საჩუქრად გადასცემს.

ფორმის და სხვა აქსესუარების შეძენა ამ მისამართზე შეგიძლიათ - rugbystore.ge.
ასევე დაგაინტერესებთ