"ევროპა რაგბის" ჩემპიონატში "ბორჯღალოსნების" მეტოქე რუსეთის ნაკრებმა მზადება უკვე დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები "ევროპა რაგბის" ჩემპიონატში 11 თებერვლიდან ჩაებმება. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ბელგიის ნაკრებია, რომელსაც ბრიუსელში დავუპირისპირდებით. საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, საფრანგეთის ქალაქ ტულუზში შეიკრიბება და ბელგიაში იქიდან გაემგზავრება.

ამჟამად ჩვენი ეროვნული ნაკრების მწვრთნელები ახალ ზელანდიაში იმყოფებიან სტაჟირებაზე ამ ქვეყნის წამყვანი კლუბების, ოკლენდის "ბლუზისა" და ველინგთონის "ჰარიკენზის" ბაზაზე. "ბორჯღალოსნების" გაფართოებულ შემადგენლობასაც მილტონ ჰეიგი სამშობლოდან დაბრუნების შემდეგ დაასახელებს.

ბელგიელთა მზადების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. სამაგიეროდ, უკვე ემზადება მომავალი ბატალიებისთვის რუსეთის ეროვნული ნაკრები, რომელიც პირველ მატჩს ესპანეთში გამართავს. რუსთა თავკაცმა ალექსანდრ პერვუხინმა საწვრთნელ
შეკრებაზე, რომელიც 12 იანვარს სოჭში დაიწყო, 33 მორაგბეს უხმო, რომელშიც ევროთასებზე მოასპარეზე "ენისეის" მორაგბეები არ არიან.

პერვუხინის რჩეულთა შორის ისევ მოხვდა ქართული წარმოშობის პირველხაზელი ვალერი ცნობილაძე ("კრასნი იარი").

რუსეთის ნაკრები
ვასილი არტემევი, აზამატ ბიტიევი, იგორ გალინოვსკი, ანდრეი გარბუზოვი, ვიქტორ გრესევი, ვასილი დოროფეევი, ევგენი კოლომოიცევ, ვლადიმირ რუდენკო, ანტონ რიაბოვი, ბოგდან ფედოტკო, ვალერი ცნობილაძე (ყველა-კრასნი იარი), სერგეი ბელენკოვი, ვიქტორ კონონოვი, დიმიტრი კროტოვი, ვლადიმირ სუსლოვი, აზატ მუსინი, ნიკიტა ჩურაშოვი, ალექსეი ცეიცინი (ყველა-ენისეი), დენის ბარაბანცევი, ანტონ დროზდოვი, ვლადიმირ პოდრეზოვი, სერგეი ტრიშინი, დანილა ჩეგოდაევი, სერგეი იანუშკინიუ (ყველა-ვვა), ტაჰირ გაჯიევი, დიმიტრი გრიცენკო, მაგომედ დაუდოვი, ევგენი ნეპეივოდა, სერგეი სუგრობოვი (ყველა-ყუბანი), დენის ანტონოვი, ევგენი მიშეჩკინი, სერგეი ჩერნიშოვი (ყველა-სლავა), ანტონ სიჩევი (მეტალურგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული