"ლელო" ჭაბუკთა B ლიგის ჩემპიონია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა ლიგებში გათამაშება დასასრულს უახლოვდება.

ჭაბუკთა A ლიგაში ნახევარფინალის პირველი მატჩები გაიმართა, რომელთა შედეგების მიხედვით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფინალში ქუთაისის პირველი გუნდი ნამდვილად ითამაშებს.

ქუთათურებმა ნახევარფინალის პირველ მატჩში სტუმრად დაამარცხეს თბილისის "ლოკომოტივი" - 29:5. ცხადია, "ნორჩ რკინიგზელებს" განმეორებით შეხვედრაში, ქუთაისში 24-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან გაუჭირდებათ.

სავარაუდოდ, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი მეორე წყვილში. აქ რუსთავის "ხარებმა" შინ მოუგეს თბილისის "აკადემიას" - 29:10 და განმეორებითი მატჩის წინ საკმაოდ დიდი უპირატესობა შეიქმნეს.

ჭაბუკთა B ლიგის გამარჯვებული უკვე ცნობილია. თბილისის "ლელომ" ფინალში
თანაქალაქელი "არმაზი" დაამარცხა - 18:10 და ჩემპიონობა ირგუნა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქუთაისის მეორე გუნდმა "არმიას" სძლია - 5:3.

ჭაბუკთა A ლიგა
ნახევარფინალი
ხარები-აკადემია 29:10
ლოკომოტივი-აია-1 5:29

ჭაბუკთა B ლიგა
III ადგილისთვის
არმია-აია-2 3:5

ფინალი
ლელო-არმაზი 18:10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული