ქუთაისი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

AutoSharing Option
ქუთაისი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

ქალაქში რამდენიმე დღეა მოედნამდე მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

გზის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც 636 000 ლარით განისაზღვრა, კომპანია "ვორდ გლობალ ალიანსმა" გაიმარჯვა.

სამუშაოების მიხედვით, კომპანიამ 10 500 კვ.მ ასფალტო-ბეტონი უნდა დააგოს. ასევე მოეწყობა მწვანე ზოლი და საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები.

ტენდერის მიხედვით, გაკეთდება 5000 მ ბორდიური და 2 000 კვ.მ გამწვანების ზოლი. კომპანია "ვორდ გლობალ ალიანსმა" აღნიშნული სამუშაოები 45 დღის ვადაში
უნდა დაასრულოს.

ქუთაისსა და თბილისში რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 31 მაისს დაიწყება და 18 ივნისამდე გაგრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
აზრი არ აქ ნაცი იქნება თუ ქოცი, ფაქტი ისაა რომ არაპროფესიონალები და უმოტივაციო ხალხის ბრალია რომ სტადიონები ვერ მოასწრეს, არავისკენ ხელს არ ვიშვერ მაგრამ ნებისმიერ სფეროში და სამსახურში ქართველების 80% დღეს არაპუნქტუალური, არაპროფესიონალი და არამოტივირებულია, ეს ერის დაავადება და არა კონკრეტულად რამდენიმე ადამიანის
გიორგი
12:17 24-05-2017
0
ქუთაისელს-სკაი მთქველს კაი გამგონე უნდაო კარგადაა ნათქვამი ეტყობა ცუდად კითხულობ სხვის ნაწერს ან იმას კითხულობ შიგნი რაც შენ გინდა და სადა აქ მერის გამართლება ან ადგილობრივი ხელისუფლების ნეპოტიზმი კიდე ნაცების დროს რო იყო ისე უნდა ეგ კიარა ოთხმოცი პროცენტი ნაცია მაგ მერიაში დღესაც ნებისმიერმა ქუთაისელმა იცის ეს თან არაფლის გამკეთებლები.
quTaiseli
11:22 24-05-2017
0

სიახლეები პოპულარული