U20. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" უელსთან ერთი ქულის სხვაობით წააგეს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მანჩესტერში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში მეორე მატჩი უელსელ თანატოლებთან გამართა და ერთი ქულის სხვაობით, 9:10 დამარცხდა.

"მანჩესტერ სიტის" აკადემიის მოედანზე, თავსხმა წვიმაში წარმართულ შეხვედრაში ანგარიში უელსელებმა გახსნეს - მე-5 წუთზე ლელო დაგვიდეს და გარდასახეს კიდეც.

სხვაობის შემცირებმა გელა აფრასიძემ 31-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით სცადა, თუმცა რთული პოზიციდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ აფრასიძის დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა 36-ე და 40-ე წუთებზე და ტაიმი ერთი ქულის სხვაობით დავთმეთ - 6:7.

მეორე ტაიმში უელსელებმა უპირატესობა ზუსტი საჯარიმოთი გაზარდეს, საპასუხო ჯარიმა კი აფრასიძემ 67-ე
წუთზე გაიტანა - 9:10.

დარჩენილი დრო უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. 70-ე წუთზე ჯარიმიდან უელსებმა ვერ გაიტანეს, აქედან ხუთ წუთში კი ანგარიშში დაწინაურების შანსი აფრასიძემ ვეღარ გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ გელა მოედნის ცენტრიდან ცდილობდა ჯარიმის გატანას და მის დარტყმულ ბურთს მხოლოდ სიძლიერე დააკლდა.

ანგარიში აღარ შეცვლილა და მინიმალური სხვაობით უელსის ნაკრებმა გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ "უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტანი ბექა გორგაძე დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოქმედ ჩემპიონებთან, ახალი ზელანდიის ნაკრებთან 0:55 დათმო. ტურნირზე ბოლო მატჩს "უმცროსი ბორჯღალოსნები" კი 15 ივნისს, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა უელსთან ამ შემადგენლობით ითამაშა: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო მერკვილიშვილი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. გელა აფრასიძე, 1. თორნიკე მატარაძე, 2. გიორგი ხურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე, 4.დემურ ეფრემიძე, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ილია სპანდერაშვიილ, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე (კაპ).
სათადარიგოები: 16. ლუკა გოგინავა, 17. ნიკა ნეფარიძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. ირაკლი ცხადაძე, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. სანდრო ილურიძე, 23. რატი შანიძე.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ყოჩაღ ბიჭებო!!!!!! ყოჩაღ სპანდერ!!!!!!!
vaspa
21:53 14-06-2016
0
მთაშიც თუ განვითარდა რაგბი ჩვენც გვეყოლება ჩვენი ჰაილენდერზი
Beqa
13:44 12-06-2016
0

სიახლეები პოპულარული