U18. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის საფრანგეთში მოემზადება

AutoSharing Option
7 მარტს საქართველოს 18-წლამდე მორაგებთა ნაკრები კლერმონში გაემგზავრება, სადაც 11 მარტამდე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის (რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი) წინა სატურნირო შეკრებას გაივლის.

ტურნირი 17-27 მარტს ლისაბონში გაიმართება, რომელშიც ყოფილი ელიტ დივიზიონის მსაგვსად 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და მეოთხედფინალური ეტაპით დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონები არიან. შარშან, მათ ფინალში დათმეს საფრანგეთთან, მანამდე კი მეოთხედიფალში და ნახევარფინალში, შესაბამისად, ირლანდიასა და იტალიას სძლიეს.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ირნლანდიის, ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის ასაკობრივმა ნაკრებებმა.

შესაბამისად ელიტ დივიზიონიდან
მხოლოდ საფრანგეთი, საქართველო და პორტუგალია დარჩა, ხოლო გათამაშებას რუმინეთი, რუსეთი, გერმანია, ესპანეთი და პორტუგალია დაემატნენ.

კლერმონში
18-წლამდელები ტურნირამდე კლერმონში მოემზადებიან, სადაც კლუბთან ორ ერთობლივ ვარჯიშსა და ერთ მატჩს გამართავენ.

"კლერმონის" ასაკობრივ გუნდთან საკონტროლო მატჩები და შეკრება უკვე ტრადიციად იქცა.

18-წლამდელები შარშან და შარშანწინ მას საფრანგეთში ეწვივნენ, ხოლო 20-წლამდელებმა "კლერმონს" მსოფლიო ალაფამდე უმასპინძლეს შევარდენზე.

გუნდები ერთობლივ ვარჯიშებს 8 და 11 მარტს გამართავენ, ხოლო საკონტროლო მატჩი 11 მარტს შედგება. შეკრების დასრულების შემდეგ 18-წლამდელები ლისაბონში გაემგზავრებიან და მზადებას ადგილზე განაგრძობენ ვიდრე 17 მარტს ტურნირი ოფიციალურად გაიხსნება.

მატჩების განრიგი
ტურნირი ტრადიციულად სამ ეტაპად - მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ფინალი - გაიმართება.

შესაბამისად სამი სამატჩო დღე: 18, 22 და 26 მარტი. განთესვით მეოთხედფინალში 18-წლამდელები რუმინელ თანატოლებს ეთამაშებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში პორტუგალიისა და გერმანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან.

გაფართოებული რაზმი
18-წლამდელებს შეკრებაზე 20-წლამდელების სამხრეთ ამერიკული ტურნედან დაბრუნებული გელა აფრასიძე შეუერთდებათ. კლერმონშივე გუნდს ზურაბ საბელე (შაბელლე), ქართული წარმოშობის ბორდოს გარემარბი დაემატება. ზურაბ საბელე საქართველოშია დაბადებული, რომლის ოჯახიც საცხოვრებლად საფრანგეთში გადასახლდა. შეკრებაზე 18-წლამდელებს ასევე, ინგლისში ვითგიფტის კოლეჯში მოთამაშე მხტომელი ლაშა ჯაიანი ჩავა.

უკანა ხაზი (ბექები)
15 ბექა მამუკაშვილი ლელო სარასენს
15 გიორგი ნარიმანიძე ხარები რუსთავი
14/11 ზურაბ საბელ ბორდო [სფრ]
14/11 გიორგი კილასონია არმია
14/11 არდაშ დარბოევი არმია
14/11 ივანე კალანდაძე ლელო სარასენს
13/12 კოტე ხამაშურიძე ლომები სართიჭალა
13/12 ლუკა მარგიანი აკადემია
13/12 სანდრო სვანიძე არმაზი
13/12 გიორგი წიკლაური ჯიქი
13/12 გიორგი გობეჯიშვილი აია ქუთაისი
10 თენგიზ პერანიძე ლომები სართიჭალა
10 საბა ხურცილავა ლელო სარასენს
9 იოსებ ხეტაშვილი ლელო სარასენს
9 ელგუჯა კიკვაძე აია ქუთაისი

შერკინება (ფორვარდები)
1/3 გურამ გოგიჩაშვილი ლოკომოტივი
1/3 გიორგი ნუცუბიძე ჯიქი
1/3 ჯემალ შათირიშვილი ლოკომოტივი
1/3 ლუკა აზარიაშვილი ლელო სარასენს
2 თენგიზ ზამთარაძე ლელო სარასენს
2 ლევან პაპიძე ლელო სარასენს
4/5 გიგა გრიგალაშვილი ლელო სარასენს
4/5 ლაშა ჯაიანი ვითგიფთ [ინგ]
4/5 არსენ მაჩალაძე აია ქუთაისი
6-8 თენგიზ გიგოლაშვილი თიბიეს უნი
6-8 სანდრო მამამთავრიშვილი თიბიეს უნი
6-8 ნიკოლოზ თეზელაშვილი ყოჩები
6-8 სანდრო კალმახელიძე არმია
6-8 ბექა საღინაძე ლელო სარასენს
6-8 თორნიკე ჯალაღონია ხულიგანა

უფროსობა
დავით ჩავლეიშვილი მთ.მწვრთნელი
ლევან შარვაშიძე მწვრთნელი
მიხეილ სუჯაშვილი მწვრთნელი
მამუკა ტყეშელაშვილი მწვრთნელი
გიორგი მაისურაძე მაწრთობი
გივი ნადარეიშვილი მაწრთობი
სერგო ბერიაშვილი ექიმი
გიორგი სვანიძე ფიზიო
სანდრო ჭეიშვილი ვიდეო
პაატა მაისურაძე მენეჯერი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული