U20. არგენტინა VS საქართველო - მეორე ცდა

AutoSharing Option
დღეს, 24 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთამერიკულ ტურნეში არგენტინელ თანატოლებთან მეორე შეხვედრას გამართავს.

"უმცროსი ბორჯღალოსნებისა" და "პუმიტასის" თამაში ბუენოს აირესში, ჩვენი დროით, 22:30 სთ-ზე დაიწყება და გულშემატკივარს მატჩის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ "თვითერზე" შეეძლება @GeorgianRugby.

შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს გამართული ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, 36:17 დასრულდა (იხილეთ ვრცლად).

ქართველ 20-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბმა სამატჩო შემადგენლობა გამოაცხადა:

უკანა ხაზი: 15 ირაკლი სვანიძე, 14 ლადო მიმინოშვილი, 13 გიორგი კოშაძე, 12 სანდრო ილურიძე, 11
დავით მესხი, 10 დავით მოძღვრიშვილი, 9 გელა აფრასიძე
შერკინება: 1 უშანგი ჭეიშვილი, 2 ლაშა საჯაია, 3 ნიკა ნეფარიძე (კაპ), 4 დემურ ეფრემიძე, 5 მიშა ბაბუნაშვილი, 6 გიორგი ცუცქირიძე, 7 ირაკლი ცხადაძე, 8 მიხეილ გორგასლიძე
მარქაფა: 16 თორნიკე მატარაძე, 17 ლუკა გოგინავა, 18 გურამ პაპიძე, 19 გაგა არაბული, 20 ილია სპანდერაშვილი, 21 ლაშა მამუჩარაშვილი, 22 გურამ ქანდაურაშვილი, 23 რატი შანიძე, 24 ვანო ფუტკარაძე, 25 ცისკარა ბერიაშვილი, 26 სანდრო მერკვილიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ქართული რაგბის ისტორიაში წელს პირველად იასპარეზებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც პლანეტის 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები ითამაშებს. ტურნირი 5-25 ივნისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება. მანამდე კი, სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში, ქართველი 20-წლამდელები არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებთან ამხანაგურად ითამაშებენ.

მატჩების განრიგი სამხრეთამერიკულ შეკრებაზე
არგენტინა - საქართველო
24 თებერვალი, ბუენოს აირესი - 15:30 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 22:30 სთ)

ურუგვაი - საქართველო
28 თებერვალი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ)
4 მარტი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ).
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ტვიტერის კომენტატორები საიდანაო-დამძიმდენ ბიჭები 4о გრადუსიაო.ქართველებს სიცხით გვაშინებენ-სირცხვილია. რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო "გაისეირნეს" რა ზაფხულში. ბიჭებო თქვენ მაინც იყოჩაღეთ ბოლომდე იბრძოლეთ თუ მესვეურებს სტრატეგიული აზროვნება არ სძალუძთ უძლიერესი ბიჭები ვერ "შეიყვანეს" გუნდში და,ამგვარად იშვება სამომავლო შეცდომები....აბა იყვნენ ლობჟანიძე,მელიქიძე,გორგაძე....თორემ სიცხეო ნამეტანიო,ცუდ მოცეკვავეს რა ც უშლის დაავიწყდათ-გათვლა და ანალიზი ეროვნული ნაკრების დონეზე. მოყვარეს ...უძრახეო,თუ გაუგიათ ამ სტრატეგებს.ურუგვაელებს" ამ უზომოდ ხორცის მჭამელებთან" მაინც არ შერცხვენ мვაი ქოაჩები, მონტევიდეოშიც............არ "დასიცხოთ მწვრთნელებს",თორემ ბიჭებს რაც შეუძლიათ,აკეთებენ,რესურსი გვაკლია,მაგრამ რომ გვყვას და "სახლში დავტოვეთ" აი ეს არის უთავობა,სხვა კი არაფერი,ქვეყანა კი არ გადატრიალდება ....
M.Z.
23:55 24-02-2016
0
წარმატება ბოკვერებოოოოოოო!!!!!!!!!
გიო–გიო
15:06 24-02-2016
0

სიახლეები პოპულარული