ქართული რაგბი

ასაკობრივი ნაკრებები

U20. "უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინელებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
დღეს, 20 თებერვალს, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთამერიკული ტურნეს პირველი მატჩი არგენტინის 20-წლამდე ნაკრების (პუმიტას) წინააღმდეგ გამართეს და მარცხიც იწვნიეს.

"ბორჯღალოსნებიდან" ლელოთი თავი თორნიკე მატარაძემ (18) და უჩა ჭეიშვილმა გამოიჩინეს, ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა კი ზუსტად გელა აფრასიძემ შეასრულა, თუმცა მატჩის მოსაგებად ეს ყველაფერი საკმარისი არ გამოდგა. საბოლოოდ, ჩვენი ნაკრები 17:36 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ქართული რაგბის ისტორიაში წელს პირველად იასპარეზებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები იქნება წარმოდგენილი. ტურნირი 5-25 ივნისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება. სამხრეთამერიკული ტურნეს
ფარგლებში კი, ქართველი 20-წლამდელები არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებს ამხანაგურად ორ-ორჯერ გაეჯიბრებიან.

ტურნეს დასრულებამდე, "უმცროსი ბორჯღალოსნები" კიდე სამ თამაშს გამართავენ.