U20. "უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინელებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
დღეს, 20 თებერვალს, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთამერიკული ტურნეს პირველი მატჩი არგენტინის 20-წლამდე ნაკრების (პუმიტას) წინააღმდეგ გამართეს და მარცხიც იწვნიეს.

"ბორჯღალოსნებიდან" ლელოთი თავი თორნიკე მატარაძემ (18) და უჩა ჭეიშვილმა გამოიჩინეს, ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა კი ზუსტად გელა აფრასიძემ შეასრულა, თუმცა მატჩის მოსაგებად ეს ყველაფერი საკმარისი არ გამოდგა. საბოლოოდ, ჩვენი ნაკრები 17:36 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ქართული რაგბის ისტორიაში წელს პირველად იასპარეზებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები იქნება წარმოდგენილი. ტურნირი 5-25 ივნისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება. სამხრეთამერიკული ტურნეს
ფარგლებში კი, ქართველი 20-წლამდელები არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებს ამხანაგურად ორ-ორჯერ გაეჯიბრებიან.

ტურნეს დასრულებამდე, "უმცროსი ბორჯღალოსნები" კიდე სამ თამაშს გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ვაჯკაცებო! იბრძოლეთ გამარჯვებამდე !გაგვიჭირდება,მაგრამ თუ არა ეხალა და ამა წლის ივნისში, მაშ როდისღა ვიმარჯვოთ?ისევ მერე?სამივე ჯახი უნდა მოვიგოთ..... რაგბის მესვეურთ კი "ამფარტავანსა ჰგევხარო" არც მოწინააღმდეგის და არც მოყვრის ,გაგონებაც კი გვსურს,არ გვესმის გულით შემატკივრისა-მე ვარ და ჩემი ნაბადიო,წაგებით "ცხვირიდან სისხლის" დენამდე, ჩვენსას " ვერეკებით",მერე კი ნაგვიანებად,ვიძახით,ასე და ამ ძალების ამარა არ უნდა გვემოქმედაო.არგენტინელებმა, შავით თეთრზე დაწერეს საჯაროდ Tavis masmediebshi:-ყველაფერი უნდა ვიღონოთ და ამ ორ მატჩში ქართველებთან არ უნდა დავმაცხდეთო,თუ ეხლა დავმარცხდებით, მომავალში,ამ თაობით ჩამოყალიბებულ ეროვნულ ნაკრებთა ნებისმიერ გეიმისას უახლოესი რვა წლეულის განმავლობაში, ამ ქართველი ბიჭების დამარცხება, ჩვენს ბიჭებს,ძალიან,ძალიან გაუჭირდებათ."ესფანურიდან M.Z. მიერ სიტყვ სიტყვით თარგმნილი"ჩვენ როგორ "შევიკარით" ,წინასწარ დავიზღვიეთ ტავი:არგენტინის ამ თაობის ნაკრებიც ჩვენზე ძლიერიაო,ნეტვა რატომაო?და 6-7 ბიჭის, ამ ასაკთა შორის უძლიერსი ქართველი რაგბისტის ,მობილიზებაც ვერ მოვახერხეთ, და დანარჩენი ბიჭების სათანადოდ-მოსაგებად შეთამაშებაც ვერ შევძელით.
Euroрe
12:29 22-02-2016
0


არაფრის გულისთვის გული არ გაიტეხოთ ჩვენო ჯიგრიანო ვაჟ-კაცებო !
პირიქით ამ წაგებით უფრო მეტი უნდა იმუშავოთ, რომ შემდგომში გამარჯვებით გაგვახაროთ . . .

J A G A
08:40 22-02-2016
0

სიახლეები პოპულარული