გულშემატკივრის სვეტი
არქივის კალენდარი
U20. არგენტინა VS საქართველო - სამხრეთამერიკული გამოცდა იწყება
11:04 20-02-2016
დღეს, 20 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთამერიკული ტურნეს პირველ მატჩს არგენტინის თანატოლთა ნაკრებთან (პუმიტას) გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.

თამაშის TV-ტრანსლიაცია ან ინტერნეტ-სთრიმი არ იგეგმება, მის ტექსტურ "ლაივს" კი საქართველოს რაგბის კავშირის თვითერის ოფიციალური გვერდი წარმოადგენს @GeorgianRugby.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" რამდენიმე დღეა ბუენოს აირესში იმყოფებიან და შეხვედრისთვის ემზადებიან. თამაშის წინა დღეს ნაკრების მწვრთნელება სამატჩო რაზმი გამოაცხადეს:

უმცროსი ბორჯღალოსნები
უკანა ხაზი
15 ირაკლი სვანიძე, 14 ლადო მიმინოშვილი, 13 გიორგი კოშაძე, 12 გურამ ქანდაურაშვილი, 11 დავით მესხი, 10 რატი შანიძე, 9 გელა აფრასიძე.
შერკინება
1
You must have Flash Player installed in order to see this player.
თორნიკე მატარაძე, 2 ლაშა საჯაია, 3 ნიკა ნეფარიძე (კაპ), 4 მიხეილ ბუბუნეიშვილი, 5 დემურ ეფრემიძე, 6 გიორგი ცუცქირიძე, 7 ირაკლი ცხადაძე, 8 მიხეილ გორგასლიძე.
მარქაფა
16 გოგა ხურიშვილი, 17 უშანგი ჭეიშვილი, 18 გიორგი უშხვანი, 19 გაგა არაბული, 20 სანდრო ილურიძე, 21 ლაშა მამუჩარაშვილი, 22 დავით მოძღვრიშვილი, 23 სანდრო მერკვილიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ქართული რაგბის ისტორიაში წელს პირველად იასპარეზებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები იქნება წარმოდგენილი. ტურნირი 5-25 ივნისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება. სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში კი, ქართველი 20-წლამდელები არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებს ამხანაგურად ორ-ორჯერ გაეჯიბრებიან.

მატჩების განრიგი
არგენტინა-საქართველო
20 თებერვალი, ბუენოს აირესი - 17:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 24:00 სთ)
24 თებერვალი, ბუენოს აირესი - 15:30 სთ ადგ. დროით (22:30)

ურუგვაი-საქართველო
28 თებერვალი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ)
4 მარტი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
patrioti
23:34 20-02-2016
უფალმა დაგლოცოტ ბიჯებო, გაიხარეტ!!!!!
Gogia
12:18 20-02-2016
"ქუთაისელი" გეთანხმები. დიდი განსხვავებაა დროში და ვფიქრობ გაუჭირდებათ ბიჭებს. ჯერ ურუგვაისთან უნდა ეთამაშათ და მერე არგენტინასთან! წარმატებები!!!!!!!