"უმცროსი ბორჯღალოსნები": სამხრეთამერიკული ტურნე მსოფლიოს ჩემპიონატის წინ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა, რომელიც 5-25 ივნისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეები ახალი ზელანდია, უელსი და ირლანდია იქნებიან.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ორი საწვრთნელი შეკრება უკვე გაიარეს, სადაც ნაკრების მწვრთნელებმა მხოლოდ საქართველოში მოასპარეზე მორაგბეებს უხმეს. თებერვალში კი ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთამერიკულ ტურნეში გაემგზავრება, სადაც ორ-ორ მატჩს გამართავს არგენტინისა და ურუგვაის ახალგაზრდულ ნაკრებებთან.

შეთანხმება არგენტინისა და ურუგვაის რაგბის კავშირის პრეზიდენტებთან ჯერ კიდევ ინგლისში, მსოფლიოს თასის მსვლელობისას მოხდა.

იქამდე კი ილია მაისურაძის
სამწყსომ საკონტროლო მატჩი გამართა საქართველოს ჩემპიონ თბილისის "ლელოსთან". შეხვედრა სამ 30-წუთიან ტაიმად ჩატარდა. ნაკრებმა ერთი ლელოს გატანა შეძლო, ჩემპიონებმა კი სამი მიითვალეს.

საწვრთნელი შეკრება ჩვენმა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით გაიარა: 

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: უშანგი ჭეიშვილი, თორნიკე მატარაძე, გიორგი უშხვანი (სამივე-აია), ომარ ოდიშვილი (არმია), გურამ პაპიძე (ყოჩები), რეზო დუგლაძე (ლელო), ლაშა საჯაია (ჯიქი), ლუკა გოგინავა (ლოკომოტივი), გიგა ხუროშვილი (არმაზი)
მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (ტარბი), იპოლიტე გოგიტაშვილი (ლელო), დემურ ეფრემიძე (ყოჩები), თორნიკე აქუბარდია (ხარები), გაგა არაბული (ლოკომოტივი)
მესამე ხაზი: ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), ილია სპანდერაშვილი (არმია), ცისკარა ბერიშვილი (ლელო), თორნიკე ტურაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ფრიდონიშვილი, ირაკლი ცხადაძე (ორივე-არმაზი), მიხეილ გორგასლიძე, შოთა არეშიძე (ორივე-აია)
#9: გივი ლოსაბერიძე (აია), ბექა მაზმიშვილი (აკადემია), ლაშა მამუჩარაშვილი (ლოკომოტივი)
#10: გიორგი გულმაგარაშვილი (ნატალ შარქსი), ლაშა გედახური (ლოკომოტივი), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია)
#12-13: გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), გიორგი გოგოლაძე (არმია), გიორგი კოშაძე (ხარები)
#11-14: დავით მესხი (არმია), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), გიორგი მელაძე (ყოჩები), ლაშა ბრეგვაძე (ვეფხვები)
#15: ირაკლი სვანიძე (ჯიქი), მირიან მოდებაძე (აია), სანდრო მერკვილიშვილი (არმია)

სამხრეთამერიკული ტურნე
20 თებერვალი
არგენტინა U20-საქართველო U20

24 თებერვალი
არგენტინა U20-საქართველო U20

28 თებერვალი
ურუგვაი U20-საქართველო U20

4 მარტი
ურუგვაი U20- საქართველო U20

მსოფლიოს ჩემპიონატი
7 ივნისი
ახ.ზელანდია U20- საქართველო U20

11 ივნისი
საქართველო U20 - უელსი U20

15 ივნისი
საქართველო U20-ირლანდია U20.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული