U20. "ბორჯღალოსნების" კაპიტანი: ახლა შესანიშნავი პერიოდია ქართული რაგბისთვის

AutoSharing Option
24 მაისს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის ციებ-ცხელება პიკს მიაღწევს, როდესაც გათამაშების ფინალში ახალგაზრდა "ბორჯღალოსნები" მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად კანადის თანატოლთა ნაკრებ გუნდს ლისაბონის ესტადიო უნივერსიტარიოზე დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

საკუთარი ქვეყნის ნაკრების სათავეში ყოფნა დიდი პატივია, რომელიც ბევრს არ ხვდება წილად, ხოლო ისეთი ტურნირს ფინალში, როგორიც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფაა გუნდის კაპიტნობა, კი უიშვიათესი პატივია.

მსოფლიო რაგბის ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" კაპიტნამა, ბადრი ალხაზიშვილმა განაცხა
და:

"სამიდან სამი მატჩი მოვიგეთ და რათქმაუნდა ამ შედეგით და ფინალში გასვლით კმაყოფილნი ვართ, მაგრამ იდეალურად ნადვილად არ გვითამაშია. პირველ შეხვედრაში ჩვენმა ცუდმა დისციპლინამ დაგვაღალატა. ეს განვიხილეთ და გამოვასწორეთ. მეორე შეხვედრაში ფიჯის წინააღდეგ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო და ეს საბოლოო ანგარიშზე აისახა. ხოლო შემდეგ ვფიქრობ, რომ პორტუგალიასთან ზედმეტად მოვეშვით. მასპინძლებმაც საკმაოდ კარგად ითამაშეს. მიუხედავად ამისა, ეს თამაშიც მოვიგეთ.

ვემზადებით კანადის წინააღმდეგ სათამაშოდ და მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეების დადგენის მიზნით ძირეულ ვიდეოანალიზს გავდივართ. თამაშის გეგმსასაც ამის მიხედვით ავაწყობთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კარგად დავისვენოთ და კვირისათვის ძალები სათანადოდ აღვიდგინოთ."

საქართველოში რაგბის განვითარების შესახებ დასმულ კითხვაზე ალხაზიშვილმა უპასუხა:

"რაგბი დიდ პროგრესს განიცდის საქართველოში. სულ უფრო მეტი მოედანი თუ სტადიონი შენდება, მაგრამ რაც ყველაზე აღსანიშნავია ხალხისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ.

ქართველებს ტრადიციული კონტაქტური თამაში გვაქვს, რომელსაც ლელო ბურთი ქვია და ბევრი მსგავსება აქვს რაგბთან. შესაბამისად რაგბის ფასეულობები და ხასიათი ჩვენთვის უცხო ნამდვილად არაა. რა გასაკვირია, რომ რაგბი ჩვენზე, მთელს ქვეყანაზე ზედ გამოჭრილი თამაშია.

ახლა შესანიშნავი პერიოდია ქართული რაგბისთვის - ჩვენზე უმცროსი ნაკრებები დიდ წარმატებებს აღწევენ, ეროვნული ნაკრები სულ უფრო და უფრო მიიწევს წინ მსოფლიო რაგბის რეიტინგში და რამდენიმე თვეში ზედიზედ მეოთხეფ ჩაებმევა მსოფლიო თასის გათამაშებაში.

2017-ში კი, 20-წლამდელთა ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ, რაც ჩვენი კავშირისა და მთელი ქვეყნისთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო ტურნირი იქნება, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საამისოდ."

ილია მაისურაძე, 20-წლამდე ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი:

"უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ წლევანდელი ალაფისთვის ყველანაირად - ფიზიკურად, ტაქტიკურად, ტექნიკურად და რაც მთავარია, მენტალურად კარგად მოვემზადეთ.

ყველა თამაშს ინდივიდუალურად მივუდექით. ურუგვაისთან ერთი სული გვქონდა როდის დაიწყებდა მატჩს მთავარი არბიტრი. შესაბამისი მომზადების ხარჯზე მოვახერხეთ პირველ ნახევარშივე დიდი უპირატესობის შექმნა. მეორე ნახევარში, მოგეხსენებათ, რა ინციდენტიც მოხდა, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა მომზადების დონისა და მენტალური სიტკიცის ხარჯზე თვითონვე მოახერხეს თამაშის დალაგება და დიდი ანგარიშით მოგება.

ფიჯისთვის კარგად მოვემზადეთ. ვიცოდით რა წარმოადგენდა მათ ძლიერ მხარეს - შესაბამისად ჩავუკეტეთ თამაში და ძიერი დაცვა ვეთამაშეთ.პორტუგალიასთანაც კარგად მომზადებულები გავედით, მაგრამ ალბათ ზედმეტად მოვეშვით. თამაშის ხარისხი რიგ მომენტებში არ გვივარგოდა. რაც მთავარია მოვიგეთ და გავედით ფინალში.

მაქსიმალურად ვისვენებთ და აღდგენაზე ვართ ორიენტირებულნი. აქტიურად გავდივართ ვიდეო ანალიზს და ვსწავლობთ მოწინააღმდეგეს. წინ ყველაზე რთული მატჩი გველის კარგ, ორგანიზებულ და ძლიერ მეტოქესტან. განვმეორდები და ვიტყვი, რომ რაც მთავარია ჩემი ბიჭები ფიზიკურად, ტაქტიკურად და მენტალურად ფინალისთვის მზად არიან."

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
გილოცავთ ყველას,ჯიგრებმა მოიგეს49-25გენაცვალეტ ქარტველებოოოო
zura dugladze
22:17 24-05-2015
0
გილოცავთ ყველას,ჯიგრებმა მოიგეს49-25გენაცვალეტ ქარტველებოოოო
zura dugladze
22:16 24-05-2015
0

სიახლეები პოპულარული