U20. საქართველო-ფიჯი 30:13 - წინ ვერც ფიჯი დაგვიდგა

AutoSharing Option
საქართველოს 20–წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიაში მიმდინარე "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე" A ჯგუფის მეორე მატჩი ფიჯის თანატოლთა გუნდთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 30:13 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ილია მაისურაძის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.

ლისაბონში, 16 მაისს გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა საჯარიმოთი გახსნეს, თუმცა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მე-10 წუთისთვის ჯერ რეზი ჯინჭველაშვილის არეკნით გაათანაბრეს, 22-ე წუთზე კი მატჩის პირველო ლელოც გაიტანეს - იერიში თორნიკე ბუბუტეიშვილმა დააგვირგვინა, ჯინჭველაშვილმა კი გარდასახა.

პირველი ნახევრის დასრულებამდე მეტოქეებმა კიდევ თითო საჯარიმო გაიტანეს - "უმცროსი ბორჯღალოსნების" რიგებში კვლავ ზუსტი იყო ჯინჭველაშვილი,
ტაიმი კი ანგარიშით 13:6 მოვიგეთ.

მეორე ნახევრის დასაწყისში ჯინჭველაშვილმა საჯარიმოთი მორიგი სამი ქულა მოუტანა თავის გუნდს, შემდეგ კი ანზორ სიჭინავამ ლელო დადო. რეზიმ ვერ გარდასახა და ანგარიშით 21:6 გახდა ქართველი მორაგბეების სასარგებლოდ.

ფიჯის ნაკრებმა მალევე ლელოთი და გარდასახვით კი გვიპასუხა, თუმცა მეტოქეს შეხვედრის გადარჩენის მცირე იმედი იმავე ჯინჭველაშვილმა დაუსამარა, რომელმაც დარჩენილ დროში სამიდან სამივე საჯარიმო ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 30:13.

A ჯგუფის მეორე შეხვედრაში ურუგვაიმ პორტუგალიას ანგარიშით 37:26 მოუგო, "უმცროსი ბორჯღალოსნები" კი ჯგუფში ბოლო მატჩს 20 მაისს, სწორედ მასპინძელი პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ "ახალგაზრდულ ალაფაზე" გამარჯვებული მომავალ წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები:
ირაკლი სვანიძე, ანზორ სიჭინავა, ბადრი ლიპარტელიანი, სანდრო ილურიძე, დავით გულიტაშვილი, რეზი ჯინჭველაშვილი, ვასილ ლობჟანიძე, ნიკა ნეფარიძე, გიორგი თედორაძე, გიორგი მელიქიძე, ოთარ გიორგაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, თორნიკე ბუბუტეიშვილი, დავით პაპავაძე, ბექა გორგაძე (კაპ),

სათადარიგოები: გიორგი ბაბუნაშვილი, თემურ თუთბერიძე, გიორგი კვესელაძე, ბექა კაკაბაძე, ნიკა სვიმონიშვილი, როლანდ კვაჭაძე, გიორგი ცუცქირიძე.

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე.
მკითხველის კომენტარები / 12 /
გილოცავთ მორიგ წარმატებას,გისურვებთ ჩემპიონობას
პაატა
11:01 17-05-2015
0
მაგრები ხართ. წარმატებები ბიჭებო
giorgi
09:48 17-05-2015
0

სიახლეები პოპულარული