"უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!

AutoSharing Option
31 მარტს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იტალიელ თანატოლებს დრამატულ ბრძოლაში აჯობეს და ტურნირის ფინალში გავიდნენ.

შეხვედრა 6:6 დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი დაინიშნა საჯარიმოების სერია, რომელიც ასევე ფრედ, 4:4 დასრულდა (მორაგბეებმა თითო საჯარიმო ააცილეს).

ამის შემდეგ საჯარიმოები პირველ აცილებამდე გაგრძელდა - გელა აფრასიძემ თავისი ჯარიმა გაიტანა, იტალიელმა კი ვერა და ბრძოლას საქართველოს ნაკრები აგრძელებს, რომელმაც მეოთხედფინალში უკვე მოახდინა ერთი სენსაცია და გზიდან ირლანდიის ნაკრები ჩამოიცილა.

4 აპრილს, ტულუზში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მე-2 დღეა სიმშვიდეა, რა ხდება ჩვენი ბოკბერების ბანაკში მოგვწერეთ სიახლეები, ძალიან გვაინტერესებს, თორემ შედეგებს თვენზე ადრე ვგებულობთ ტქვე ვაი ჟურნალისტებო!!! (((( ძალიან ვღელავ......
torino
09:54 03-04-2015
0
ტქვენ გენაცვალეტ ჯიგრები ხარტ.
dato
10:09 01-04-2015
0

სიახლეები პოპულარული