ქართული რაგბი

ასაკობრივი ნაკრებები

U20. მ/ჩ: საქართველო ირლანდიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
18 ივნისს საქართველოსა და ირლანდიას შორის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის IX ადგილისთვის მატჩი გაიმართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო ანგარიშით 18:24 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი 15 წუთი ირლანდიელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ქართველი მორაგბეები კარგად იცავდნენ თავს.

21-ე წუთზე ირლანდიელებმა დაწინაურება მოახერხეს. ლელო ალან თაინენმა დაგვიდო. მეტოქემ გარდასახა და ანგარიში ირლანდიელების სასარგებლოდ 7:0 გახდა.

28-ე წუთზე "უმცროსმა ბოჯღალოსნებმა" სხვაობა შეამცირეს. გელა აფრასიძემ ჯარიმა დაარტყა და ანგარიში 3:7 გახადა.

32-ე წუთზე ქართველეი მორაგბეების შესანიშნავი შეტევა ლელოთი დაგვირგვინდა. ლელოს ავტორი გურამ გოგიჩაშვილი გახდა. აფრასიძემ
გარდასახა და "უმცროსი ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ - 10:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში ირლანდიელებმა ლელოს დადება მოახერხე, ქულები მეტოქე გელან დორისმა მოუტანა. კონორ დინმა გარდასახა - 14:10.

50-ე წუთზე ლელო ირლანდიელთა კაპიტანმა პოლ ბოილმა დაამიწა, დინმა კვლავ გარდასა და ანგარიში 21:10 გახდა.

55-ე წუთზე გელა აფრასიძემ ულამაზესი სოლო რეიდი განახორციელა, რამდენიმე ცრუ მოძრაობით მეტოქე მორაგბეები დააბნია და ლელო დადო - 15:21. სამწუხაროდ აფრასიძემ მცირე ტრავმა მიიღო და მის მაგივრად თედო აბჟანდაძემ დაარტყა, თუმცა ვერ გადასახა.

- გელა აფრასიძის საოცარი ლელო ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]

61-ე წუთზე ქართველებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ამჯერად აფრასიძემ ზუსტად დაარტყა და ანგარიში 18:21 გახდა.

74-ე წუთზე კონორ დინმა ჯარიმა გაიტანა - 24:18. საბოლოოდ საქართველო ანგარიშით 18:24 დამარცხდა.

- "უმცროსი ბორჯღალოსნების" ლელოები ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]

ამ წაგების შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტურნირზე მე-10 ადგილი დაიკავეს. ირლანდიას კი მე-9 ადგილი ხვდა წილად.

დღეს ასევე გაიმართა შეხვდრა მე-11 ადგილისთვის, სადაც არგენტინამ სამოას ანგარიშით 53:42 სძლია.