U20. მ/ჩ: საქართველო არგენტინასთან პირველი ტაიმის შემდეგ 5-ქულიანი სხვაობით მარცხდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ არგენტინასთან ანაგრიშით 12:17 მარცხდება.

მატჩი საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო და საქართველოს ნაკრები წინ გავიდა. მე-5 წუთზე გელა აფრასიძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 3:0.

თუმცა ორ წუთში არგენტინა დაწინაურდა. ლელოს ავტორი მარკოს კრემერი გხადა. მე-11 წუთზე არგენტინამ კიდევ ერთი ლელო დადო, თუმცა მსაჯმა ის გააუქმა არგენტინელის მიერ მეტოქე მორაგბის ბლოკირების გამო. ამის მიუხედავად მეტოქემ მაინც შეძლო ლელოს დამიწება, ამჯერად ეს ლუჩანო გონსალეს-რიძონიმ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელებმა ვერც ერთი გარდასახვა გაიტანეს.

მე-18 წუთზე კი
გელა აფრასიძემ 57 მეტრიდან ჯარიმა დაარტყა და საქართველოს კიდევ 3 ქულა მოუტანა - 6:10.

25-ე წუთზე სანტიაგო რუის მიითვალა ლელო, ხოლო ტომას ალბორნოს გარდასხვა გაიტანა და არგენტინამ სხვაობა გაზარდა - 17:6.

35-ე წუთზე გელა აფრასიძემ შორეული დარტყმით კვლავ გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 9:17 გახადა.

38-ე წუთზე აფრასიძემ რიგით მეოთხე ჯარიმა შეასრულა და ამჯერად სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა - 12:17.
მკითხველის კომენტარები / 6 /

უ ლ ო გ ო კ ო სიძულვილით სავსე კომენტარები...

ალბათ რაგბის ფედერაციისადმი პრეტენზიების მქონე ძალებისაგან (!)

მ ს ო ფ ლ ი ო ელიტაში სულ რაღაც ბოლო 3-4 წელია შევიდნენ პატარა ბორჯღალოსნები და გ რ ა ნ დ ე ბ თ ა ნ 11-ქულითაც რატომ აგებთო...ზელანდიას უნდა მოუგოთო (!)

არგენტინა - ზელანდიაზე ნ ა კ ლ ე ბ ი არაფრით არის და მას მალე იხილავთ!

რ ა ტ ო მ ასეთი უსაფუძვლო-ა ლ ო გ ი კ უ რ ი
კრიტიკა,ა ბ ს ო ლ უ ტ უ რ ა დ გაურკვეველია!

მსოფლიოს გ რ ა ნ დ ი ა არგენტინა,მსოფლიოს და სწორად ეს ბ ი ჭ ე ბ ი დადებენ მცირე დროში ბეჭებზე და შ ე ე შ ვ ი თ მაგ ზიზღით სავსე კომენტარებს და გ ა ე ც ა ნ თ მსოფლიო რაგბს!
glaxuna
12:25 01-06-2017
0
რად არ აქვეყნებთ ჩემს მოსაზრებას! რაა,,, სიმართლე მწარეა?... აბა თქვენსავით წაგებულ თამაშზე ვიძახოთ - რა დიდებულად ვიტამაშეთო და სირაქლემას პოზა მივიღოთ?...
ოთო
20:04 31-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული