U20. მ/ჩ: ინგლისმა და ახალმა ზელანდიამ მოგებით დაიწყეს

AutoSharing Option
31 მაისს თბილისსა და ქუთაისში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი მატჩები გაიმართა.

თბილისში, "ავჭალაზე" A ჯგუფში ინგლისი სამოას დაუპირისპირდა და ანგარიშით 74:17 გაანადგურა. ინგლისელებმა მეტოქეს 12 ლელო დაუდეს.

მაქს მელინზმა 2 ლელო და 4 გარდასახვა მიითვალა. 3 გარდასახვა ჯექობ უმანგამ გაიტანა, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა. 2-2 ლელო დადეს ზაკ მერსერმა, გაბრიელ იბითოემ, დომინიკ მორისმა და ალისთერ ქროსდეილმა, თითო-თითო ლელო მარკუს სტრიტმა და ქიარან ნაითმა მიითვალეს.

სამოადან 2 ლელო ლოსი ფილიპომ დადო. თითო გარდასახვა პიტო ტოეაფემ და ოიკუმენე პაისამმა გაიტანეს. ერთი ჯარიმაც
რიკი ენემ ჩაიწერა ანგარიშზე.

ქუთაისში B ჯგუფში ახალი ზელანდია შოტლანდიას შეხვდა და ანგარიშით 42:20 დაამარცხა. "ბეიბი ბლექსმა" შოტლანდიას 5 ლელო დაუდო. ლოტიმა ფაინგა'ანუკუმ სამი ლელო მიითვალა, ასევე ლელოებით გამოირჩნენ ასაფო აუმუა, დოლთონ პაპალიჰი და ორბინ ლეჯერი. ტიან ფოლქომ 3 გარდასახვა და 2 ჯარიმა გაიტანა.

შოტლანდიელთა მხრიდან ლელოებით ფრეიზერ რენვიკი, დარსი გრეჰემი და ენდრიუ ჰენდერსონი გამოირჩნენ. ჰენდერსონმა ასევე ერთი გარდასახვა გაიტანა, ქონორ ისთგეითმა კი ჯარიმა ზუსტად შეასრულა.

- საქართველოში ახალზელანდიური ჰაკა პირველად შესრულდა [VIDEO]

დღის დარჩენილი მატჩები:

A ჯგუფი. ავჭალა
ავსტრალია-უელსი 20:30

B ჯგუფი. ქუთაისი
ირლანდია-იტალია 15:30

C ჯგუფი. ავჭალა
სამხრეთი აფრიკა-საფრანგეთი 15:30
არგენტინა-საქართველო 18:00

- U20. საქართველო VS არგენტინა - მომავალი ვარსკვლავები ხელისგულზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
evropis arcerti televizia arashuqebs?saprangetis arceti arxi arachvenebs da ratom?amtaobis 70% ze meti itamashebs 2019 shi da abA ras ashuqebt da achvenebt?
euhhhe
16:19 31-05-2017
0
თამაშებს რომელიმე არხი ანახებს?
აკაკი
15:29 31-05-2017
0

სიახლეები პოპულარული