U20. ახალი წესები მსოფლიოს ჩემპიონატზე

AutoSharing Option
31 მაისს თბილისსა და ქუთაისში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყება. საგულისხმოა, რომ ეს ტურნირი შეცვლილი წესებით გაიმართება, რომელმაც გამოცდა უკვე გაიარა სამხრეთ ნახევარსფეროში. იქ ზე რაგბის გათამაშება სწორედ წესებში შეტანილი ამ ცვლილებებით მიმდინარეობს.

ცვლილებების ნუსხა საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, რომლითაც ჩვენც ვისარგებლეთ და აქვე გაგაცნობთ.

ცვლილებები ასეთია:

1. "საჯარიმო ლელო" დაფასდა 7 ქულად - გარდასახვა აღარ დაირტყმება.

2. დროის ამოწურვის შემდეგ (ნებისმიერ ტაიმში) შესაძლებელი გახ
და ჯარიმის "კიდეზე გადატანა" (აუტში დარტყმა) და დერეფანში ბურთის მოწოდება. ამით ტაიმი შეიძლება ძალიან გაიწელოს და კიდევ ბევრი რამ მოესწროს.

ხოლო, თუ გუნდს ტაიმის დასრულება სურს, საჯარიმო უნდა გაათამაშოს და აუტში მერეღა დაარტყას.

3. თუ შემტევს რამდენიმე "საჯარიმო ხეირი" ერგო და შეფერხდა, მსაჯი მის კაპიტანს დაეკითხება, საჯარიმო სად დაგინიშნოთო.

4. "ცრუ შერკინებაში" ორივე გუნდი 8 მოთამაშეს აყენებს - ეს "იტალიური წესი" ერთი წელია, რაც მოქმედებს ჩვენს ჩემპიონატშიც.

5. თუ მოთამაშე ბურთის დაუფლებას (დაჭერას) ცდილობს - "ბურთიანად" (ბურთს დაუფლებულად) ითვლება, ანუ:

ა) ნებადართული ხდება მისი შებოჭვა
ბ) მოთამაშე აუტშია მაშინაც, თუ ბურთი ჯერ არ დაუჭერია - "ხელზე უთამაშებს", მაგრამ კიდეს დააბიჯა

6. აზრი დაეკარგა ფეხის "მუღამიანად გადგმას"
(მაგ: როდესაც მოძრაობდა ბურთი ლელოში, დამცველი დაიჭერდა ამ ბურთს ხელში და ამავდროულად, ფეხს გადაწევდა ლელოს მიღმა)

რადგან სათანადო მუხლები ისე ჩასწორდა, როგორც აქამდე "უძრავი ბურთის" აღებისას იყო:

ა) მეტოქემ ბურთი მოიგერია, აუტისკენ მოფრინავს, მაგრამ ჯერაც მოედანშია. თუ ცალ ფეხს აუტში გადგამ და დაიჭერ, ბურთის "აუტში გადატანა" ჩაგეთვლება.

დერეფანი მეტოქეს ერგება "ფეხის გადგმის ადგილზე".

ბ) მეტოქემ ბურთი თქვენს ლელოში შეაგორა, მაგრამ არ გადადის, თუ ცალ ფეხს ლელოს კიდეზე ან უკანა ხაზის გადაღმა დადგამ და ბურთს აიღებ "დარტყმის ადგილზე" (ადგილიდან!) შერკინება აღარ გერგება.

ამიერიდან დაინიშნება თავისუფალი დარტყმა 22-მეტრიანი ზონიდან.

გ) მეტოქემ ბურთი თქვენი ლელოსკენ დააგორა, მაგრამ ჯერ არ შესულა. თუ ცალ ფეხს ლელოში დააბიჯებ, ბურთს აიღებ და შენს ლელოში გადადებ, აღარ გერგება "22".

ამიერიდან ჩაგეთვლება ბურთის "ლელოში შეტანა" და შემტევს ერგება "5 მეტრი შერკინება".

დ) ცალი ფეხი "22"-ში გიდგას და "22"-ის გარედან აიღე ბურთი.

თუ აუტში პირდაპირ დაარტყამ, მანძილს ვეღარ მოიგებ, რადგან ბურთის "22-ში შეტანა" ჩაგეთვლება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული