რაგბი

სხვადასხვა

ბათუ კევლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ქართული რაგბის აღორძინებისთვის

AutoSharing Option
"დღეს ჩვენთვის, მორაგბეებისთვის საოცარი დღეა, უზომოდ სასიხარულო, უზომოდ ბედნიერი. ქართულ რაგბს შეემატა კიდევ ერთი მშვენიერი რაგბის სტადიონი და ეს აუცილებლად ხელს შეუწყობს ქართული რაგბის განვითარებას, აღმავლობას.

არ შემიძლია დიდი მადლობა არ გადავუხადო "ქართუ ჯგუფს" და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის , რომ აღორძინდეს ქართული რაგბი",- განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსი გადასცა.

მხარდაჭერის უპრეცენდენტო პროგრამა ფონდმა "ქართუმ" ათი წლის წინ დაიწყო და ფონდის ჯამურმა წვლილმა ქართული რაგბის
განვითარებაში თითქმის 200 მილიონი ლარი შეადგინა. კომპლექსური მიდგომით, ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდმა ერთი მხრივ, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, მეორე მხრივ, კი მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარა სარაგბო ინფრასტრუქტურა. წლების განმავლობაში აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცა 15 სარაგბო ბაზა.
ასევე დაგაინტერესებთ